„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის წესდების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 15.04.2005
ძალის დაკარგვა 11.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №340
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.251
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 19/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.02.2014
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (3)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის წესდების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:60.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-60.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:78.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; line-height:150%; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.FooterChar { }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.251
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №340
2005 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის წესდების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის №164 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის თანდართული წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სპეციალიზებული სამთო მაშველი” (შემდგომში – სამთო მაშველი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის №164 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალიზებული გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ წესდებით განსაზღვრულ საქმიანობას.
მუხლი 2🔗.
სამთო მაშველი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით და განკარგულებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით, ამ წესდებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
სამთო მაშველი თავისი სტრუქტურებით იმყოფება სამეურნეო ანგარიშზე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 4🔗.
სამთო მაშველს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ემბლემა, სიმბოლიკა, დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში (მათ შორის – სავალუტო, სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში), იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 5🔗.
სამთო მაშველი დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების სამთო სამაშველო მომსახურებას, რომლებიც აწარმოებენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებს.
მუხლი 6🔗.
სამთო მაშველის სტრუქტურას, დისლოკაციასა და საშტატო ნუსხას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამთო მაშველის უფროსი.
მუხლი 7🔗.
სამთო მაშველის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 0163, თრიალეთის ქ. №54.
თავი II. სამთო-მაშველის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
მუხლი 8🔗.
სამთო მაშველის მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს:
ა) სახელშეკრულებო საწყისებზე მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ყველა ეტაპზე პროფილაქტიკური სამუშაოების ორგანიზება უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით;
ბ) მიწისქვეშა გამონამუშევრებსა და ნაგებობებში ავარიის შედეგად დარჩენილი ადამიანების გადარჩენა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
გ) მომსახურების ობიექტების ტერიტორიაზე ადამიანების გადარჩენა და ავარიების ლიკვიდაცია, თუ ეს ავარიები საფრთხეს უქმნიან მიწისქვეშ მყოფ ადამიანებს ან სამთო გამონამუშევრებს;
დ) ადამიანების გადარჩენა და ავარიების ლიკვიდაცია შახტების, გამამდიდრებელ და ბრიკეტების ფაბრიკებში იმ პირობებში, როდესაც საჭიროა გაზდამცავი აპარატების (რესპირატორების) გამოყენება და სპეციალური კვალიფიკაცია;
ე) ტექნიკური სამუშაოების წარმოება მიწისქვეშ, რომელიც მოითხოვს რესპირატორების გამოყენებას;
ვ) პირადი შემადგენლობისათვის თეორიული და პრაქტიკული მომზადებისათვის გეგმებისა და პროგრამების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) მონაწილეობა მომსახურე ობიექტებზე მოქმედი ტექნიკურ-ნორმატიული დოკუმენტებისა და აქტების სრულყოფაში, მათი გაუმჯობესებისადმი მიმართული წინადადებების მომზადება უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში;
თ) ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც ავარიის ლიკვიდაცია შეუძლებელია ადგილობრივი ძალებით, დამატებითი პირადი შემადგენლობის და შეიარაღების ავარიულ ობიექტზე დაუყოვნებლივ გადაყვანა და გადატანა საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სხვა სახის ტრანსპორტით იმ საწარმოების ხარჯზე, სადაც მოხდა ავარია;
ი) მომსახურების ობიექტებისათვის დახმარების გაწევა უსაფრთხოების წესების დაცვაში;
კ) მომსახურე ობიექტების მიერ ავარიის სალიკვიდაციო გეგმების შეთანხმება;
ლ) სამთო მაშველის ოპერატიული ქვედანაყოფების მუდმივ სადღეღამისო რეჟიმში მუშაობა, მომსახურების ობიექტზე ადამიანთა შველისა და ავარიების სალიკვიდაციოდ;
მ) მომსახურე ობიექტების ხელმძღვანელობასთან ერთად წინასწარი გამაფრთხილებელი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც გამორიცხავენ ავარიის წარმოშობის მიზეზებს, სამთომაშველ ქვედანაყოფების შექმნის ორგანიზება და სათანადო სპეციალისტების მომზადება;
ნ) მომსახურების ობიექტებზე ავარიასაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობის შემოწმება;
ო) მოსალოდნელი ავარიების დროისათვის სამთო-სამაშველო აღჭურვილობის შესაძენად და ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად გრძელვადიანი კონტრაქტების დადება;
პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება-შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქციების, წესების და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავება და ზემდგომი ორგანოებისათვის წარდგენა.
თავი III. სამთო მაშველის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 9🔗.
1. სამთო მაშველის შემადგენლობაშია:
ა) აპარატი;
ბ) ჭიათურმანგანუმის გასამხედროებული სამთომაშველი რაზმი;
გ) ტყიბულნახშირის გასამხედროებული სამთომაშველი რაზმი;
დ) ენგურჰესის გასამხედროებული სამთომაშველი ოცეული;
ე) ლაჯანურჰესის გასამხედროებული სამთომაშველი ოცეული;
ვ) ხრამჰესის გასამხედროებული სამთომაშველი ოცეული.
2. სამთო მაშველის დანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან ხელმძღვანელის წინაშე.
მუხლი 10🔗.
1. სამთო მაშველს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმე-ბული წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. სამთო მაშველის უფროსი:
ა) წარმართავს სამთო მაშველის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამთო მაშველის თანამშრომლებს. ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას უთანხმებს სამთო მაშველის საშტატო ნუსხას;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა თანამშრომელთათვის;
ვ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის ან აუქმებს დროებით სამთო-სამაშველო ჯგუფებს;
ზ) ამტკიცებს სამუშაო გეგმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
თ) პერსონალურად აგებს პასუხს სამთო მაშველის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების სწორად ხარჯვაზე;
ი) სამთო მაშველის უფროსი უფლებამოსილია იმოქმედოს სამსახურის სახელით, დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას დადგენილი წესით წარუდგენს სამთო მაშველის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამთო მაშველის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამთო მაშველის უფროსი.
თავი IV. სამთო მაშველის ქონება და დაფინანსება
მუხლი 11🔗.
სამთო მაშველის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
1. სამთო მაშველის დაფინანსების წყაროებია:
ა) მომსახურე მიწისქვეშა საშიშ საწარმოო ობიექტებთან დადებული პირდაპირი ხელშეკრულებებიდან მიღებული დაფინანსება;
ბ) მომსახურე ობიექტების რეაბილიტაციის პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებით მიღებული დაფინანსება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამთო მაშველის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
თავი V. სამთო მაშველის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 13🔗.
სამთო მაშველი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობას, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 14🔗.
სტრუქტურების საბრძოლო მზადყოფნასა და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
მუხლი 15🔗.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამთო მაშველის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 16🔗.
1. სამთო მაშველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
თავი VI. სამთო მაშველის საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 17🔗.
სამთო მაშველი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, წლიური ბალანსის სახელმწიფო კონტროლს აწარმოებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VII. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 18🔗.
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამთო მაშველის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.