“საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.007.256
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №30-ორგ
2005 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში (სსმ III, 21.05.2001წ. №52, მუხ. 388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”.
2. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. კანდიდატი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს, როგორც წესი, უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და ფლობს სახელმწიფო ენას.”.
3. დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოხსენდება კონკურსის დასრულებიდან სამი დღის ვადაში.”.
4. დებულების მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტი;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.”.
ბ) ,,3. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის მე-3 მუხლში ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების უფროსები, რომელთა თანამდებობაც ამავე რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ განეკუთვნება სარევიზიო თანამდებობებს, ატესტაციას გაივლიან გასაუბრების ფორმით.”.
5. დებულების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება ერთი კვირის ვადაში.”.
6. დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ატესტაციის შედეგები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან სამი დღის ვადაში.”.
7. დებულების 24-ე მუხლის პირველი და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. ტესტირება ტარდება საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეებისა და მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული ტესტების საფუძველზე.”.
ბ) ,,16. კანდიდატის ან მოხელის მიერ ტესტის 75-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი ტესტირების შედეგი შეფასდება დადებითად და იგი დაიშვება გასაუბრებაზე, ხოლო 75-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას – უარყოფითად.”.
8. დებულების 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. გასაუბრება მოხელისათვის ტარდება სტრუქტურული ერთეულის (ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის დასწრებით, სადაც მოხელე მუშაობს.”.
ბ) ,,2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის ან მოხელის პროფესიული მომზადების დონეს (მათ შორის კომუნიკაბელურობას, ანალიზის უნარს, მუშაობის სტაჟს და მონაცემებს განათლების, უცხო ენების ცოდნის, კომპიუტერზე მუშაობის, სამეცნიერო ხარისხის, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ). ტესტირების დადებითი შეფასების შემთხვევაში, მიღებული ქულების საერთო რაოდენობაზე კანდიდატს ან მოხელეს გასაუბრებისას ემატება:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლებისთვის – 3 ქულა,
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლებისთვის – 3 ქულა,
გ) ეკონომიკური და იურიდიული განათლებისთვის ერთად – 5 ქულა,
დ) ეკონომიკური ან იურიდიული პროფილით მუშაობის სტაჟისთვის 3-დან 7 წლამდე – 2 ქულა, 7 წელს ზემოთ – 4 ქულა,
ე) პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის ცოდნისთვის – 2 ქულა,
ვ) უცხო ენის ცოდნისთვის (რუსული, ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) – 3 ქულა,
ზ) პროფესიული მომზადების დონისთვის – 1-დან 10 ქულამდე.”.
მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3. წარმოდგენილი ცვლილებები გაეცნოს კონტროლის პალატის საჯარო მოსამსახურეებს.
მუხლი 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი ი. მესხია
დანართი №1
საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა
1. საქართველოს კონსტიტუცია
სახელმწიფოს უზენაესი კანონი – კონსტიტუცია.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებთან. სახელმწიფო და ეკლესია. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი.
საქართველოს პარლამენტი. მისი შემადგენლობა, არჩევის ვადა; პარლამენტის წევრის ასაკობრივი ცენზი. პარლამენტის უფლება – გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თავისუფლებაზე. პარლამენტის დათხოვნაზე პრეზიდენტის უფლების შემზღუდველი გარემოებები.
პარლამენტის კომიტეტები, საგამოძიებო ან დროებითი კომიტეტები.
პარლამენტის მორიგ სესიაზე შეკრების წესი. საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის და ეროვნული ბანკის თავმჯდომარის წევრების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების უფლება და პროცედურა.
საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება. პარლამენტში კანონპროექტის ან დადგენილების მიღების, კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების და ორგანული კანონის პროექტის მიღების წესი.
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. კანონპროექტის გადაცემის, განხილვის, მიღების, გამოქვეყნების წესი და ვადები.
საქართველოს პრეზიდენტი – სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი. პრეზიდენტობის კანდიდატის ცნობისათვის დადგენილი პირობები, ინაუგურაციის ჩატარების ცერემონიალი.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავრობის შემადგენლობა, უფლებამოსილება. პრემიერ-მინისტრი – მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტროები.
სასამართლო ხელისუფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება.
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღების წესი. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, განხილვა და მიღება. წარდგენის და მიღების ვადები და პროცედურა.
გადასახადების და მოსაკრებლების სტრუქტურა, მისი შემოღების წესი. გადასახადებისგან განთავისუფლება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯის გაღება.
საქართველოს ეროვნული ბანკი – ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ორგანო.
საქართველოს კონტროლის პალატა – სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის ზედამხედველი ორგანო.
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება.
2. საქართველოს კანონი
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”
საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილება ორგანიზაცია, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია. საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის სფერო.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრების ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი.
კონტროლის პალატის საკონტროლო უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლები. კონტროლის პალატა როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, მისი შემადგენლობა. კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი; კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
კონტროლის პალატის საერთო ხელმძღვანელობა. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების წესი. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ფუნქციები და მოვალეობები.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნისა და გათავისუფლების წესი.
კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიალური ორგანო – კონტროლის პალატის პრეზიდიუმი და მისი ფუნქციები. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრები.
ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც წარმართავს პალატის მუშაობას კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატის პრეზიდიუმი და მათი ფუნქციები.
კონტროლის პალატის მიერ მისი ამოცანების განხორციელების გზები. ოპერატიული კონტროლი, კომპლექსური რევიზია, თემატური შემოწმება და ექსპერტიზა.
კონტროლის პალატის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმები. არაგეგმური რევიზია და შემოწმება, მათი ჩატარების წესი.
კონტროლის პალატის შიდა საქმიანობა, საქმის წარმოების წესი, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების ფუნქციები და ურთიერთობა, რევიზია-შემოწმების მომზადებისა და ჩატარების ფორმები.
რევიზია-შემოწმების მოცულობა, ჩატარების ვადა და ადგილი, მათი განსაზღვრის წესი. კონტროლის პალატაში შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესამოწმებელ ობიექტზე გასაგზავნი დოკუმენტები – შესაბამისი ბრძანება და შესამოწმებელ საკითხთა პროგრამა.
კონტროლის პალატის მიერ შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელობის ვალდებულება – შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანების მიღებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის ორგანოში პროგრამაში მითითებულ საკითხთა გარშემო სრულყოფილი ანგარიშის წარდგენის შესახებ. აქტი ან ცნობა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ რევიზია-შემოწმების შედეგებზე.
შემოწმებული ობიექტებისათვის რევიზია-შემოწმების შედეგების გაცნობის წესი.
დანაშაულის ნიშნების შემცველი შემოწმების მასალები. რევიზია-შემოწმების ჩატარებისას საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად სათანადო დარგის სპეციალისტების მოწვევის უფლებამოსილება.
შესამოწმებელი ობიექტის მხრიდან რევიზია-შემოწმების ჩატარების დროს დაბრკოლებების შექმნის, ასევე კონტროლის პალატის კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები და კონტროლის პალატის უფლებები.
კონტროლის პალატის წარდგინება რევიზია-შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, განხილვის ვადები.
კონტროლის პალატის კანონიერი მიწერილობისა და წარდგენის შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევები და კონტროლის პალატის უფლებები.
საფინანსო ორგანოების, სახაზინო, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების, აგრეთვე ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ვალდებულებები საბიუჯეტო შემოსავალსა და ხარჯებზე ეფექტიანი, ოპერატიული კონტროლის დაწესების მიზნით კონტროლის პალატაში, პალატის მიერ დადგენილი ფორმით ანგარიშის წარდგენის შესახებ.
საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ კონტროლის პალატაში ინფორმაციის წარდგენის ვადები.
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კონტროლის პალატის ორგანოების დადგენილებების გასაჩივრების წესი.
უმნიშვნელოვანესი რევიზია-შემოწმების მასალების პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და კომისიებზე გადაცემის უფლებამოსილება და ვალდებულება.
კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმების წესი.
კოორდინაცია საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სფეროში სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სხვა ორგანოების საქმიანობის, კონტროლის ეფექტური განხორციელების, რევიზია-შემოწმებების პარალელიზმის აღკვეთის მიზნით.
კონტროლის პალატის უფლებამოსილება შეამოწმოს სახელმწიფო საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა ორგანოთა საქმიანობა.
კონტროლის პალატის მუშაკების უფლებები და ვალდებულებები რევიზია-შემოწმების პერიოდში.
კონტროლის პალატის მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის, მუშაკთა ზღვრული რაოდენობის დამტკიცების წესი.
ყველა სახის სასამართლოში საკითხის განხილვისას საქართველოს კონტროლის პალატის გადასახადებისაგან გათავისუფლების წესი.
საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის განხილვისას სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წესი.
3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”
საჯარო სამსახური, სახელმწიფო თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა; სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის განმარტება. საჯარო სამსახურის სახეები. საჯარო მოსამსახურის ცნება, სახეები. საჯარო სამსახურის ენა, საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები. შრომის კანონმდებლობის მოქმედება მოსამსახურეებზე.
სახელმწიფო მოხელისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები. სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა.
თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით. კონკურსის გამოცხადება, კონკურსის მონაწილის შეფასება, შედეგები. კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა ან მისი რეზერვში ჩარიცხვა.
მოსამსახურის უფლებები და გარანტიები, სახელმწიფო საქმიანობის შეზღუდვა, პარტიულ და სამსახურებრივ ზედამხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. სამსახურებრივი შეუთავსებლობა. სამსახურში შესვლის შეზღუდვა.
მოხელის ატესტაცია. ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.
მოხელის გათავისუფლება – სამსახურის ვადის გასვლის გამო; დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია.
რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებული პირები. თანამდებობაზე დანიშვნა რეზერვიდან.
სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება, დადასტურება. მოხელის დავის გადაწყვეტა სასამართლო წესით.
4. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ”
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის განსაზღვრება. სამართლებრივი აქტი, მისი სახეები, ნორმატიული აქტი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ნორმატიული აქტის სახეები.
საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეები; კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახეები.
ნორმატიული აქტის მოქმედება სივრცეში და პირთა მიმართ.
ნორმატიული აქტების მიმღები უფლებამოსილი ორგანოები.
საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საკითხები.
პრეზიდენტის ნორმატიული აქტები (ბრძანებულება, დადგენილება).
საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი.
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის მიღების (გამოცემის) ფარგლები.
ნორმატიული აქტების იერარქია იურიდიული ძალის მიხედვით.
საქართველოს კონსტიტუციის უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივ აქტებთან. ორგანული კანონის უპირატესი იურიდიული ძალა კანონთან, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და კანონქვემდებარე აქტების მიმართ;
კანონის უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ. უპირატესი იურიდიული ძალა უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით. უპირატესობა ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას.
კანონის ანალოგია. საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლის ვადა. ნორმატიული აქტის გამომცემი ორგანოების ნორმატუილი აქტის ძალაში შესვლის დრო.
საკანონმდებლო აქტის, რომელიც აწესებს ან აუქმებს გადასახადს ან/და ზრდის ან ამცირებს მის ოდენობას, – მიღების და ძალაში შესვლის განსაკუთრებული პირობა.
ნორმატიული აქტის მოქმედების ვადა კანონის უკუძალა.
ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების პირობები.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანი.
ცნებები: ,,ადმინისტრაციული ორგანო”, ,,დაინტერესებული მხარე”, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი”, ,,ადმინისტრაციული აქტი”, ,,ადმინისტრაციული საჩივარი”, ,,ადმინისტრაციული წარმოება”, ,,დისკრეციული უფლება”, ,,საჯარო ინფორმაცია”, ,,საიდუმლო ინფორმაცია”.
კოდექსის მოქმედების სფერო. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. საქვეყნობა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა, გაცემა.
ადმინისტრაციული წარმოების მხარეები. წარმომადგენლობის უფლება. ადმინისტრაციული წარმოების ხარჯების ანაზღაურება. წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა.
კვორუმი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი და მათი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისთვის.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება (გადაცდომა).
ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი.
მეწარმე სუბიექტების მიერ ვაჭრობის (მომსახურების) წესების დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად.
სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების განმარტება და დადგენილი სახდელი.
სამეწარმეო საქმიანობის წესის და დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
გადასახადის გადამხდელებად აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევისათვის დადგენილი სახდელი.
გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინებისთვის და გადამხდელთათვის ზარალის მიყენებისათვის დადგენილი სახდელი.
შემოსავლისა და გადასახადების შესახებ დოკუმენტების წარუდგენლობისთვის დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვის ან შემცირების, გადასახადის არასწორი გაანგარიშების ან გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობისთვის.
განმარტება და დადგენილი სახდელი ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ან/და ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანებისთვის.
ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დადგენილი სახდელი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები).
რაიონის (ქალაქის) სასამართლოები (მოსამართლეები, ადმინისტრაციული მოსამართლეები), შინაგან საქმეთა ორგანოები.
გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები.
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა.
7. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები.
სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე, მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა.
მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი.
8. საქართველოს კანონი
,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”
,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” – კანონის რეგლამენტაცია; პირები, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის ითვლებიან ,,თანამდებობის პირად”. ცნებები: ,,კორუფცია საჯარო სამსახურში”; ,,კორუფციული სამართალდარღვევა”; ,,ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში”; ,,დაუსაბუთებელი ქონება”; ,,ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება”; ,,საჩუქარი”; ,,საწარმოს კონტროლი”; ,,თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი /საჯარო სამსახურში”; მოქმედების შეზღუდვა; თანამდებობის პირის უფლებები და მოვალეობები; თანამდებობრივი შეუთავსებლობა; ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება; ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება, პასუხისმგებლობა კორუფციული სამართალდარღვევისათვის.
9. საქართველოს კანონი ,,გრანტის შესახებ”
კანონის გამოყენების სფერო; გრანტის განმარტება; გრანტის გამცემი, მიმღები; გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძვლები; ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა; გრანტის დაბეგვრა.
10. საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ”
სამეწარმეო საქმიანობის ცნება; საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები; მათი დაფუძნება. სამეწარმეო რეესტრი. რეგისტრაციის პირობები; ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის განსხვავებული პირობები; საფირმო სახელწოდება; რეესტრის საჯაროობა.
ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. საკონსულტაციო საბჭო. პროკურატურა და იურიდიული მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება; ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს-ს) ცნება. საწესდებო კაპიტალი; შესატანი; პარტნიორთა კრება; სამეთვალყურეო საბჭო; დირექტორები; წლიური შედეგები.
სააქციო საზოგადოების ცნება; საზოგადოების წიგნი; აქციათა სახეები; აქციაში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები; აქციონერთა უფლებამოვალეობები; საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა.
საერთო კრება; სამეთვალყურეო საბჭო; დირექტორები; წლიური ანგარიში და მოგების გამოვლინება; ქონების მოვლის ვალდებულება; რევიზია.
11. საქართველოს კანონი
,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის ცნება; მაკონტროლებელი ორგანო; მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები.
სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი: მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება კონტროლის განხორციელებაზე მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე; მეწარმის უფლება უკანონო შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; იურიდიული ძალის არმქონე მტკიცებულებები; შემოწმების ფარგლები.
შემოწმებული მეწარმის გადამოწმების დაუშვებლობა. მაკონტროლებელი ორგანოს ვალდებულება მეწარმეს გადასცეს უფლება-მოვალეობათა ნუსხა; მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც მეწარმის შემოწმებისას არ საჭიროებენ სასამართლო ბრძანებას და მოქმედებენ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე; კონტროლის პალატის უფლებამოსილება მეწარმის შემოწმებისას.
მაკონტროლებელი ორგანოს ვალდებულება წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ანგარიში მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგების შესახებ.
მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრი.
12. საქართველოს კანონი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”
საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ცნება; სსიპ-ი ს უფლებაუნარიანობა; სტრუქტურა; უფლებაუნარიანობის შეძენა; წესდების (დებულების) დამტკიცების წესი; ქონება; ორგანიზაცია, საქმიანობა; მართვა და წარმომადგენლობა; სახელმწიფო კონტროლი; სსიპ-ი ს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას. სსიპ-ი ს დაფინანსების წყარო; საბუღალტრო ანგარიშგება; საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია.
13. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”
კანონის მოქმედების სფერო. ცნებები: სახელმწიფო შესყიდვა; შემსყიდველი ორგანიზაცია; შესყიდვის ობიექტი; პრეტენდენტი; მიმწოდებელი; სამშენებლო სამუშაო; პრეფერენციული შეღავათი; ფასთა კოტირება; ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა; საქონელი; მომსახურება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები; შესყიდვების დაგეგმვა. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები: ტენდერი – ღია, დახურული; სატენდერო კომისია; განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ; საკვალიფიკაციო მონაცემები; შერჩევა. პრეფერენციული შეღავათი. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება. ხელახალი ტენდერის ჩატარება. სატენდერო მოსაკრებელი. პრეტენდენტთა შერჩევა დახურული ტენდერის დროს. ორეტაპიანი ტენდერი. ერთ პირთან მოლაპარაკება. სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და ანგარიში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვისა და გასაჩივრების წესი.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებები. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი; იურიდიული პირის ფილიალი; სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები; კავშირისა და ფონდის რეგისტრაცია; ხანდაზმულობის საერთო ვადა; ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი; მფლობელობის ცნება, სახეები; საკუთრების ცნება. საკუთრების უფლებების შინაარსი; საჯარო რეესტრის დანიშნულება; უძრავი ნივთის გასხვისების წესი; ქირავნობის ცნება; იჯარის ცნება; დაზღვევის ცნება; საბანკო მომსახურებისას საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
კანონიერი საამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა; მიწასთან დაკავშირებული გარიგებების უკანონო რეგისტრაცია; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა; ცრუ მეწარმეობა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა; უკანონო ქმედება გაკოტრებისას; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გაკოტრებისას; კრედიტის უკანონო მიღება; საბაჟო წესის დარღვევა; საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა; ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
გამომძიებლის სტატუსი (დადგენილების სავალდებულობა); გამომძიებლის უფლებამოსილებანი; ექსპერტი; სპეციალისტი; სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი; საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები; მტკიცებულების ცნება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოუცხადებლობასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის; ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი; სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა; ექსპერტად დანიშნული პირი; ექსპერტიზის ობიექტი; ექსპერტიზის კომპეტენციის ფარგლები.
17. საქართველოს კანონი
,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”
საბიუჯეტო სისტემა და ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნები; ბიუჯეტის (მათ შორის: ცენტრალური, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების) განმარტება; მხარჯავი დაწესებულება; საბიუჯეტო ორგანიზაცია; ფისკალური წელი; ბიუჯეტის კლასიფიკაცია; ბიუჯეტის შემოსულობები; ბიუჯეტის გადასახდელები; ბიუჯეტის შემოსავალი; ბიუჯეტის ხარჯი; საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები (ყველა პრინციპი); ყოვლისმომცველობის პრინციპი; გამჭირვალეობის პრინციპი; ანგარიშვალდებულების პრინციპი; დამოუკიდებლობის პრინციპი; ერთიანობის პრინციპი; უნივერსალობის პრინციპი; სახელმწიფო სახსრების კონსოლიდირების პრინციპი; საბიუჯეტო პროცესი – მისი შემადგენელი პროცესები და საფეხურები; ბიუჯეტის (ცენტრალური და ადგილობრივი) შემოსულობები; ბიუჯეტის (ცენტრალური და ადგილობრივი) მიმდინარე საგადასახადო და არასაგადასახდო შემოსავლები; ბიუჯეტის (ცენტრალური და ადგილობრივი) კაპიტალური შემოსავლები; გრანტები და სესხები; სახელმწიფო სპეციალური ფონდების შემოსულობები; ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სახელმწიფო სპეციალური ფონდებიდან გადასახდელები; ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია; ბიუჯეტის ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაცია; ბიუჯეტის ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაცია; ბიუჯეტის ხარჯების კლასიფიკაცია ღონისძიებების მიხედვით; საბიუჯეტო ასიგნებები; პროგნოზირებული ასიგნება; ფიქსირებული ასიგნება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი; ბიუჯეტის დეფიციტი და პრეფიციტი; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, მისი მომზადების, წარდგენისა და განხილვის წესი; საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი; საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები; საშუალოვადიანი ფისკალური პროგნოზები; საბიუჯეტო ცირკულარი, მისი მომზადების ვადები და წესი; საბიუჯეტო განცხადების, მისი მომზადებისა და წარდგენის წესი; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის წესი; სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების წესი; ხარჯების გაწევის წესი წლიური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში; სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის წესი; საგანგებო ბიუჯეტი; ასიგნებული თანხების განწერა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პასუხისმგებლობა; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება; ფულის მართვისა და ფულის გაცემის გეგმები; სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება; სახელმწიფო ხაზინა, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და წესები; სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება; სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების წესი; ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წესი; სესხის აღების უფლება; მთავრობის სესხების ლიმიტები და გარანტიები; სესხებისა და გარანტიების გაცემის პროცედურები; სესხის აღების გამჭვირვალობა; საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობა; შიდა აუდიტი; სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა; სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშგების შინაარსი; საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წლიური ანგარიშების შემოწმება; სახელმწიფოს წლიური ანგარიშების დამტკიცება.
18. საქართველოს კანონი
,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”
,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანი. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. ლიკვიდაცია გაკოტრების საფუძველზე. გაკოტრების საქმის წარმოების წესი.
გადახდისუუნარობა. დავალიანება. სასამართლო განსჯადობა, სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოების წესი.
გაკოტრების მასა. გაკოტრების საქმის წარმოებისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
სანაციის ან ლიკვიდაციის საფუძვლიანობა. მოვალის ვალდებულებანი. გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის თაობაზე, უარი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე.
საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება, გამოცხადება, საქვეყნოობა. გაკოტრების საქმის წარმოება.
ვალაუვალი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების მიჩნევა ბათილად. გაკოტრების მმართველი, მისი უფლებამოსილება.
მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა. გაცხადებული მოთხოვნის ცხრილი (გაკოტრების ტაბულა). დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნები.
კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტი. კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლოსმიერი სანაცია. საგაკოტრებო მორიგებობის დადება. გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრება. განაწილება, დამატებითი განაწილება.
გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის დრო. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. გაკოტრების საქმის სასამართლო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შემადგენლობა.
გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟი. გაკოტრების მმართველის შესაბამისი გასამრჯელოსა და თავისი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მმართველის გასამრჯელოსა და ხარჯების ოდენობა.
19. საქართველოს კანონი
,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების შესახებ”
ინვესტიცია, მისი არსი. ინვესტიციად მიჩნეული ფასეულობა ან უფლება. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი; ინვესტორი, მისი უფლებები და მოვალეობები, უცხოელი ინვესტორი. საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი სტატუსი.
საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების მიმართულებები. უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები სინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას.
უცხოელი ინვესტორის ინვესტიციებიდან მიღებული მოგების (შემოსავლის) და სხვა ფულადი სახსრების საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება.
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა და რეგისტრაცია. ინვესტიციების ხელშეუხებლობა. საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა. ინვესტიციების დაცვა საქართველოში. კანონმდებლობა ინვესტიციების ჩამორთმევის შესახებ.
კომპენსაცია, რომელიც მიეცემა ინვესტორს ინვესტიციის ჩამორთმევისას, მისი განსაზღვრის წესი. აკრძალვა და შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელების სფეროში.
საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული დაბეგვრის რეჟიმის და მისი ხელშემწყობი პირობების რეგულირება. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დავათა გადაწყვეტის წესი.
20. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ”
კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ”, მისი მოქმედების სფერო.
საქართველოს სახელმწიფო ვალი. საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი. სახელმწიფო ვალის რეესტრი. ვალის ძირითადი თანხა. სახელმწიფო ვალის ფორმები.
,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის მიხედვით ტერმინთა მნიშვნელობა: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი; ასიგნება; სახაზინო ანგარიში; ეკონომიკური აგენტი; საკრედიტო ხელშეკრულება; აქცეპტი; კონვერტირება; დისკონტი.
საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება სახელმწიფო კრედიტებზე ხელშეკრულების დადებისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული უფლება.
საგარეო ვალების მომსახურების განხორციელება. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები.
სახელმწიფო ვალის ყოველწლიური საერთო თანხა; საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების ჯამური თანხა; მათი განსაზღვრის საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
საქართველოს სახელით აღებული ფულადი ვალდებულებები, როგორც პრიორიტეტული სავალო ვალდებულებები. საკრედიტო ხელშეკრულებების შესაბამისად სახელმწიფო ვალის დაფარვის დრო. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი.
მონიტორინგი და კონტროლი. სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმები. სახელმწიფო საშინაო ვალის მართვა, მისი უზრუნველყოფა.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მისი სახეები. საქართველოს სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლებამოსილება. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ფორმები. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის რეგულირება.
მოკლევადიანი და გრძელვადინი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. სახელმწიფო საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვების ფორმები. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვა.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისაგან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის წესი. საქართველოს ეროვნული ბანკისაგან აღებული კრედიტების მომსახურება და აღრიცხვა.
სახელმწიფო საგარეო ვალი, მისი ფორმები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციები, დაკავშირებული სახელმწიფო საგარეო ვალების მართვასთან. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად მიღებული სახსრების კონვერტირება.
სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების გამოყენების დანიშნულება. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად მიღებული სახსრების გამოყენება.
სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებები საგარეო ვალების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები. სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები. სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები.
ეკონომიკური აგენტის ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე. კრედიტის უზრუნველყოფა სახელმწიფო გარანტიით. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის პირობები.
21. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”
სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები. მოქმედებები, რომლებზეც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟის ნორმები: საერთო სასამართლოებში განსახილველ სარჩელებზე, აგრეთვე განცხადებებზე; საერთო სასამართლოებში განსახილველ სააპელაციო საჩივრებზე, საკასაციო საჩივრებზე. კერძო საჩივრებზე, აგრეთვე განცხადებებზე დავალიანების ამოღების თაობაზე გადახდის ბრძანების მიღების შესახებ. სახელმწიფო ბაჟი ცალკეული სახეების მიხედვით.
22. საქართველოს საბაჟო კოდექსი
საქართველოს საბაჟო პოლიტიკა, მისი მიზნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსი. საქართველოს საბაჟო ტერიტორია. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიები.
თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე მოქმედი საბაჟო რეჟიმები.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ან შეთანხმებები საბაჟო ურთიერთობათა სფეროში.
ურთიერთობათა დარეგულირება სხვა კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომლებიც საბაჟო კანონმდებლობის პრეროგატივას წარმოადგენს.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება.
საბაჟო გადასახდელები. საბაჟო გადასახდელების გადახდის დრო. პასუხისმგებლობა საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის. საბაჟო გაფორმების ადგილი და დრო. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
დეკლარირების წესი საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას. საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენის ვადები. დეკლარანტი. საბაჟო დეკლარაციის შეცვლის, შევსების ან გამოთხოვის დრო.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის გამოყენებული დეკლარაციის სახეები. საბანკო გარანტია და გირაო.
საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლი. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შენახვის ვადები. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფორმები. საბაჟო ორგანოების უფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, დანიშნონ ან ჩაატარონ იმ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას.
სავალუტო კონტროლის აგენტი საქართველოში. კონტრაბანდა, აგრეთვე საბაჟო კანონმდებობის სხვა დარღვევები, მათი შედეგები. კონტრაბანდისა და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა მოკვლევის ორგანო. საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის კლასიფიცირება. საბაჟო ორგანოებისა და მათი სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა.
23. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო სისტემა; საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები; საწარმოები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები; გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო აგენტები; გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება; საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები; საგადასახადო ორგანოების უფლებები და ვალდებულებები; საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულების წესი; საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლა; ,,საგადასახადო მოთხოვნა”, ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” და მათი შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; გადასახადით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება; საგადასახადო კონტროლის ძირითადი დებულებები; მიმდინარე კონტროლის პროცედურები; გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები; საგადასახადო შემოწმება; საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი; საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა; საგადასახადო დავის განხილვის საერთო წესი; საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში; საგადასახადო დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ; საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი; სოციალური გადასახადი; ქონების გადასახადი; სათამაშო ბიზნესის გადასახადი; საგადასახადო კოდექსის დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი.
24. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”
,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის არსი; სახელმწიფო ქონების განმარტება; პრივატიზების განმარტება (არსი); სახელმწიფო ქონების მყიდველი; სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო საფუძვლები; სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოები; პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფისათვის სამინისტროს მიერ განხორციელებული უფლებამოსილებები; საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და მისი დამტკიცების წესი; სახელმწიფო ქონება, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას; პრივატიზებას დაქვემდებარებული საწარმოების მუშაკთა სოციალური გარანტიები და შეღავათები; სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმები; სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესი; სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი; სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების წესი; სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი; საპრივატიზაციო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი; პრივატიზაციიდან შემოსული სახსრების ბიუჯეტებში ჩარიცხვის წესი; საპრივატიზაციო ქონების ინფორმაციული უზრუნველყოფის წესი; სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გარიგებების გაფორმების წესი; პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობის წესი; პრივატიზებული სახელმწიფო ქონების დოკუმენტაციის კანონიერების შემოწმების წესი; საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესი; ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტებისათვის გადაცემის წესი; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესი; სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესი; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესი; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითად ი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესი.
25. საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”
ზოგადი დებულებანი; მთავრობის კომპეტენცია; მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან; მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება; მთავრობის კანცელარია; სამინისტრო; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; სახელმწიფოს წარმომადგენლობა; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; სათათბირო ორგანოები; სამსახურებრივი ზედამხედველობა; გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი.
26. საქართველოს კანონი,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”
კანონის არსი, ამოცანები, გამოყენების სფერო; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება; საქართველოს ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია; საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობაში; საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე; საერთაშორისო ხელშეკრულების დადება; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია, ტექსტის შენახვა და ოფიციალური გამოქვეყნება; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ან შეჩერება.
27. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”
ადგილობრივი თვითმმართველობის, თვითმმართველი ერთეულის, ადგილობრივი ორგანოების, ადგილობრივი მმართველობის, მუნიციპალიტეტის განმარტებები; ექსკლუზიური, დელეგირებული, ნებაყოფლობითი, ადმინისტრაციული, მომსახურებითი, საინვესტიციო და მარეგულირებელ უფლებამოსილებათა განმარტებები; ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები; სახელმწიფო ორგანოთა კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიური უფლებამოსილებანი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებანი; ადგილობრივი მმართველობის კომპეტენცია; საკრებულოს ზოგადი კომპეტენცია; სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილება; საკრებულოს თანამდებობის პირების უფლებამოსილებანი; საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის (მთავრობის) უფლებამოსილება; გამგებლის (მერის) ზოგადი კომპეტენცია; სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის უფლებამოსილება; იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილება; ადგილობრივი სამსახურები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საზოგადოებრივი მომსახურების ფორმები; ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება და შექმნის საფუძვლები; ადგილობრივი ბიუჯეტი; ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი; სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული შემოსავლები; ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური დონის უზრუნველყოფა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ცალკეული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული ხარჯების კომპეტენცია; ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი გარანტიები; ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა.
28. ფინანსური კონტროლი
კონტროლის ეკონომიკური ბუნება. კონტროლისა და რევიზიის თეორიული საფუძვლები.
კონტროლის ძირითადი ცნებები და პრინციპები. კონტროლი მართვის ფუნქციათა სისტემაში. ფინანსური კონტროლის არსი. კონტროლის საგანი. კონტროლის მეთოდები. კონტროლის ძირითადი ფორმები. დოკუმენტური რევიზიის ძირითადი სახეები. შიდა კონტროლის სისტემის ზოგადი სტანდარტები. შიდა კონტროლის არსი და მიზნები.
საკონტროლო-სარევიზიო სამუშაოთა ორგანიზაცია და დაგეგმვა.
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზიის ორგანიზაცია და დაგეგმვა. რევიზიის ჩატარების წესი და მოსამზადებელი სამუშაოები. რევიზიის ჩატარების ეტაპები. შესამოწმებელი ობიექტის სარევიზიო სამუშაოების ორგანიზაცია. დოკუმენტური რევიზიის ამოცანები. რევიზია-შემოწმების ორგანიზაციისა და ჩატარების წესი.
ფულადი საშუალებებისა და საკრედიტო ოპერაციების კონტროლი და რევიზია.
ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების კონტროლი და რევიზია.
მარაგების ოპერაციების კონტროლი და რევიზია.
მოთხოვნებისა და ვალდებულებების კონტროლი და რევიზია.
ინვესტიციებთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი და რევიზია.
შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების კონტროლი და რევიზია.
29. ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულებებში
სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა; დებულება ,,სალაროს მეურნეობის შესახებ”, მისი მიზანი, მოქმედების მასშტაბი; სალაროს მეურნეობის ორგანიზაცია; მოლარის ძირითადი ფუნქცია; სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მოცულობის განსაზღვრის წესი; ძალოვანი სამინისტროების სალაროებში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის წესი; სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები.
სალაროს წიგნის წარმოების წესი, მისი სწორად წარმოების კონტროლი. სალაროს წიგნის ჩანაწერებში შეცდომის გასწორების წესი.
სალაროს შემოწმების პერიოდულობა. ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებში; საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების კომპეტენცია მეთოდური მითითებებისა და ინსტრუქციების გამოცემის საქმეში. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ფორმები საბიუჯეტო ორგანიზაციებში.
პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, მათი რეკვიზიტები, შედგენის დრო, შედგენაზე პასუხისმგებელი პირები. საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, მისი სტრუქტურა და დანიშნულება.
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა. ძირითადი საშუალებების ცვეთის განსაზღვრისა და საბუღალტრო აღრიცხვაში ასახვის წესი.
არამატერიალური აქტივების აღრიცხვა. მატერიალური მარაგების აღრიცხვა. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა.
ფულადი სახსრების აღრიცხვა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.
მიმწოდებლებთან და მოიჯარეებთან, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, სხვადასხვა დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორებათა აღრიცხვა. მუშა-მოსამსახურეებთან და სტიპენდიანტებთან ანგარიშსწორებათა აღრიცხვა.
ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან, მისი აღრიცხვის წესი; საავანსო ანგარიში; მივლინების თანხების გაანგარიშების წესი და ნორმები; მივლინების დაწესებული ნორმის ზევით განხორციელებული დამატებითი ანაზღაურების წყარო; მივლინების ოპერაციების აღრიცხვა.
ბიუჯეტის ხარჯების აღრიცხვა; ხარჯები დაწესებულებების შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის; კაპიტალური ხარჯები; ხარჯების ანგარიშების დახურვის წესი.
ბიუჯეტური დაფინანსების აღრიცხვა. ფონდებისა და მიზნობრივი დანიშნულების სახსრების აღრიცხვა. შემოსავლების აღრიცხვა. ბალანსგარეშე ანგარიშები. საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგება.
30. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები (საერთაშორისო სტანდარტები)
ა) ბუღალტრული აღრიცხვის არსი, პრინციპები
სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი, მნიშვნელობა, სახეები.
ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები.
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებები – დარიცხვის მეთოდი, ფუნქციონირებადი საწარმო.
ბ) ფინანსური ანგარიშგება
ფინანსური ანგარიშგება, მისი არსი და მიზანი. ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებლები.
ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები, ფინანსური ინფორმაციის საიმედოობაზე მოქმედი ფაქტორები. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები, მათი აღიარება. ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მეთოდები. სააღრიცხვო ინფორმაციის განზოგადება. დარიცხვის მეთოდი, მისი მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის. კორექტირებები, მათი აუცილებლობა. ძირითადი მაკორექტირებელი გატარებები.
გ) ბალანსირების პრინციპები
ბალანსირების პრინციპები. საბალანსო ტოლობა.
ბუღალტრული ბალანსი, მისი არსი და ელემენტები. ბალანსის მუხლები, მათი დაჯგუფება. ლიკვიდურობა – ბალანსის მუხლების დაჯგუფების პრინციპი.
გრძელვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები აქტივად აღიარების კრიტერიუმი. გრძელვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები.
საკუთარი კაპიტალი, ბალანსში მისი ასახვის თავისებურებები.
ბალანსის მომზადების ფორმატი – ჰორიზონტალური (ორმხრივი) და ვერტიკალური (ცალმხრივი).
დ) ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები
ბუღალტრული ანგარიშები, მათი დანიშნულება და გამოყენების პრინციპები.
ანგარიშის დებეტი, კრედიტი, სალდო (ნაშთი). ორმაგი აღრიცხვის სისტემა. ანგარიშების კლასიფიკაცია.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, მისი შედგენის საფუძველი და რეგლამენტირება.
ბუღალტრული რეგისტრები: მთავარი ჟურნალი, მთავარი წიგნი (რეგისტრი) დამხმარე რეგისტრები. მათი წარმოების წესი.
საჟურნალო ჩანაწერი – ბუღალტრული გატარება (მუხლი).
სააღრიცხვო ციკლის ძირითადი ფაზები. საცდელი ბალანსის მომზადდება, ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) მომზადება.
ე) ფულადი საშუალებების აღრიცხვა
ფულადი საშუალებები და მათი ეკვივალენტები, შეფასება და აღიარება.
სალაროს ოპერაციების წარმოების წესი, მისი რეგლამენტირება. სალაროს ოპერციების დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები. ანგარიშსწორების ანგარიშის ოპერაციების დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვა. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვა.
ვ) ფულის ღირებულება დროში
ფულის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები – დრო (მიმდინარე, მომავალი) და საპროცენტო განაკვეთი. ზრდის კოეფიციენტი.
ფულის მომავალი ღირებულება, მისი გაანგარიშების წესი.
დისკონტირების განაკვეთი. ფულის მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულება, მისი გაანგარიშების წესი.
საპროცენტო თანხის გადახდა/მიღების წესი. ანუიტეტი, მისი პირობები. ანუიტეტის გადახდები, მისი მომავალი და მიმდინარე ღირებულება.
აქტივების და ვალდებულებების შეფასება, დისკონტირებული და არადისკონტირებული თანხები, მათი დამოკიდებულება საპროცენტო განაკვეთისა და დროის პერიოდის სიდიდეზე.
ზ) ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
ძირითადი საშუალებები, მათი კლასიფიკაცია და შეფასება. ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება (თვითღირებულება), მისი კომპონენტები. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება.
ძირითადი საშუალებების შეძენის (მიღების) აღრიცხვა, მისი მეთოდები.
ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, მათი აღრიცხვა. კაპიტალიზირებული და არაკაპიტალიზირებული ხარჯები.
ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის აღრიცხვა. ამორტიზაციის გაანგარიშების მეთოდები.
ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა. გადაფასების რეზერვი, მისი შექმნისა და გამოყენების წესი. გადაფასებული აქტივების ცვეთის აღრიცხვა, მისი მეთოდები.
ძირითადი საშუალებების გასვლის, რეალიზაციის აღრიცხვა.
თ) იჯარის აღრიცხვა
იჯარის ცნება, მისი არსი. საიჯარო ურთიერთობების კლასიფიკაცია, მისი საფუძველი.
ფინანსური იჯარა, მისი არსი. ფინანსური იჯარის დამახასიათებელი პირობები.
ფინანსური იჯარის აღიარება და შეფასება მოიჯარის ბალანსში.
იჯარის ღირებულება, როგორც ინვესტიცია, მისი შემადგენლობა მოიჯარესა და მეიჯარისათვის.
ფინანსური იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან.
ჩვეულებრივი (ოპერაციული) იჯარა, მისი არსი. ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან.
ი) არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
არამატერიალური აქტივების არსი და სახეები.
არამატერიალური აქტივების შეძენის აღრიცხვა.
არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის აღრიცხვა, მისი თავისებურებები.
არამატერიალური აქტივების გაუფასურება, აქტივის არაამორტიზირებული ნაწილის აღიარება და აღრიცხვა.
გუდვილი, მისი სიდიდე, წარმოშობისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მომენტი.
ჩვეული (დამახასიათებელი) და შეძენილი, დადებითი და უარყოფითი გუდვილი.
გუდვილის გაანგარიშების მეთოდები.
გუდვილის აღრიცხვა.
კ) ინვესტიციების აღრიცხვა
ინვესტიციები, მისი სახეები და შეფასება.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციების აღრიცხვა ინვესტორთან და გამყიდველთან.
პროცენტის გაანგარიშებისა და დარიცხვის მეთოდები. ნომინალური და საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. სხვაობა საბაზრო და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის: პრემიუმი (ფასნამატი), დისკონტი (ფასდაკლება), მათი ამორტიზაცი ი ს მეთოდი.
ინვესტიციების გადაფასება, მისი მეთოდები და აღრიცხვა.
ლ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) აღრიცხვა
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მათი კლასიფიკაცია და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასება. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის საბაზისო და ნებადართული ალტერნატული მეთოდები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვა მუდმივი და პერიოდული მეთოდით.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაფასება, მისი თავისებურებები და შედეგების აღრიცხვა.
მ) მოთხოვნების აღრიცხვა
მოთხოვნების წარმოშობის საფუძველი.
მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების აღრიცხვა.
თამასუქი, მისი გამოყენება მოთხოვნების აღრიცხვისას. თამასუქის ძირითადი თანხისა და მისაღები პროცენტების აღრიცხვა. პროცენტის გაანგარიშების მეთოდები.
სხვა მოთხოვნების აღრიცხვა: გაცემული ავანსების, საქვეანგარიშო თანხების, მისაღები დივიდენდების, მისაღები პროცენტების და სხვა მოთხოვნების აღრიცხვა.
საეჭვო და უიმედო ვალები, მათი თავისებურებები. უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა.
საეჭვო მოთხოვნების რეზერვი, მისი სახეები და განსაზღვრის ძირითადი მეთოდები. საეჭვო მოთხოვნების რეზერვის შექმნისა და გამოყენების აღრიცხვა.
საეჭვო და უიმედო მოთხოვნების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
ნ) ვალდებულებების აღრიცხვა
ვალდებულებების წარმოშობა და კლასიფიკაცია.
გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა.
მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებების აღრიცხვა. მოწოდებით და მომსახურებით წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა; ხელფასით ანგარიშსწორების აღრიცხვა; მიღებული ავანსების აღრიცხვა; გადასახდელი გადასახადების აღრიცხვა.
მოგების გადასახადის აღრიცხვა. განსხვავებები სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებას შორის, მისი მიზეზები, სახეები და აღრიცხვის წესი.
გადასახდელი დივიდენდებისა და გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა.
ო) საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
კაპიტალი – საწარმოს ფინანსირების წყარო. საკუთარი კაპიტალის სტრუქტურა. საწესდებო კაპიტალი, საემისიო კაპიტალი, სარეზერვო კაპიტალი, გაუნაწილებელი (რეინვესტირებული) მოგება.
სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალი, მისი აღრიცხვა. აქციების სახეები.
აქციების გამოშვების აღრიცხვა. ხელმოწერით აქციების გავრცელების აღრიცხვა. ოფციონით აქციების გამოშვების აღრიცხვა. საკუთარი აქციების გამოსყიდვისა და მეორადი გაყიდვის აღრიცხვა. გამოსყიდული აქციების გაუქმების აღრიცხვა. აქციების დანაწევრების აღრიცხვა. აქციების კონვერტირება, მისი აღრიცხვა.
გაუნაწილებელი მოგების აღრიცხვა.
რეზერვები, მათი შექმნისა და გამოყენების აღრიცხვა.
ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის შესახებ.
პ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
შემოსავლები და ხარჯები, მათი კლასიფიკაცია, შეფასება და აღიარების მეთოდები. შემოსავლები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებებიდან, მათი აღრიცხვა.
პროდუქციის თვითღირებულება, მისი შემადგენლობა და აღრიცხვა. მიწოდების ხარჯების აღრიცხვა; საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა.
არასაოპერაციო შემოსავლების აღრიცხვა: შემოსავლები დივიდენდებიდან, შემოსავლები პროცენტებიდან, სახელმწიფო გრანტებისა და დახმარებების აღრიცხვა.
არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა.
სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების აღიარება-აღრიცხვა.
32. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს)
ა) აუდიტის ზოგადი მიმოხილვა, მისი მიზანი და ამოცანები
ცნება აუდიტის შესახებ, აუდიტის მიზანი და ამოცანები. აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში. აუდიტორული საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
აუდიტის სახეები. აუდიტის ჩატარების ზოგადი სქემა (ეტაპები). აუდიტის ადგილი კონტროლის ერთიან სისტემაში, აუდიტი და რევიზია.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს), მათი ზოგადი დახასიათება.
ცნებები: ბუღალტრული შეფასება, ანალიზური პროცედურები, მტკიცებები, აუდიტორული მტკიცებულება, გარანტია, დასაბუთებული გარანტია, აუდიტის პროგრამა, აუდიტორული რისკი, კონტროლის რისკი, შეუმჩნევლობის რისკი, თანდაყოლილი რისკი, შერჩევის რისკი, აუდიტორული შერჩევა, სტრატიფიკაცია, მოქმედი აუდიტორი, გარე აუდიტორი, ახალმოსული აუდიტორი, სხვა აუდიტორი, წინამორბედი აუდიტორი, მთავარი აუდიტორი, აუდიტორის ასოცირებულობა, შესადარისი ინფორმაცია, შესადარისი ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგების მტკიცებები, შესაბამისი ციფრობრივი მონაცემები, დასტური, დოკუმენტაცია, შეცდომა, სავარაუდო შეცდომა, ასატანი შეცდომა, არსებითი შეუსაბამობა, არსებითობა, უზუსტობა, თაღლითობა, მასშტაბის შეზღუდვა (ასს 110);.
აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სტრუქტურული საფუძვლები (ასს 120).
ბ) პასუხისმგებლობა აუდიტზე
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანი. აუდიტის ზოგადი პრინციპები. აუდიტის მასშტაბი. დასაბუთებული გარანტია. აუდიტის თანმდევი შეზღუდვები. პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებაზე (ასს 200).
აუდიტის ჩატარების პირობები (ასს 210).
აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლი, მისი პოლიტიკა და პროცედურები. აუდიტის ხარისხის კონტროლი, მისი ბერკეტები (ასს 220).
სამუშაო დოკუმენტების ფორმა და შინაარსი; სამუშაო დოკუმენტების კონფიდენციალურობა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შენახვის ვადები და კუთვნილება (ასს 230).
თაღლითობა და შეცდომა, მათი რისკების შეფასება. აღმოჩენა, აუდიტის თანმდევი შეზღუდვები თაღლითობისა და შეცდომის აღმოჩენაში. აუდიტორული გარიგებიდან გამოსვლა (ასს 240).
კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს. შეუსაბამობა, მისი არსი. პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დაცვაზე. კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის პროცედურები. გარიგებიდან გამოსვლა. (ასს 250).
გ) აუდიტის დაგეგმვა
აუდიტის საერთო გეგმა; აუდიტის პროგრამა (ასს 300).
საქმიანობის ცოდნა, ცოდნის შეძენა და გამოყენება; დამკვეთის საქმიანობის ცოდნისათვის განსახილველი საკითხები (ასს 310).
აუდიტორული არსებითობა; ურთიერთკავშირი არსებითობასა და აუდიტორულ რისკს შორის; უზუსტობების გავლენის შეფასება (ასს 320).
დ) რისკის შეფასება და შიდა კონტროლის სისტემა
აუდიტორული რისკი და მისი კომპონენტები. თანდაყოლილი რისკის შეფასება ფინანსური ანგარიშგების დონეზე, ანგარიშთა ნაშთებისა და ოპერაციათა კატეგორიების დონეზე; ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემები; შიდა კონტროლის თანდაყოლილი შეზღუდვები; ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლა; კონტროლის რისკის წინასწარი შეფასება; კონტროლის რისკის შესწავლისა და შეფასების დოკუმენტირება; კონტროლის ტესტები; აუდიტორული მტკიცებულების ხარისხი და დროულობა; კონტროლის რისკის საბოლოო შეფასება; ინფორმირება ნაკლოვანებების შესახებ (ასს 400).
ე) აუდიტორული მტკიცებულება. მათი მოპოვების ხერხები
აუდიტორული მტკიცებულება, კონტროლის ტესტები, ძირითადი პროცედურები. აუდიტორული მტკიცებულებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები.
ფინანსური ანგარიშგების მტკიცებების კატეგორიები. პროცედურები აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად (ასს 500).
აუდიტორული შერჩევა (ასს 530).
ბუღალტრული შეფასება, მისი ხასიათი; აუდიტორული პროცედურები; დამოუკიდებელი შეფასების გამოყენება (ასს 540).
ვ) აუდიტორული დასკვნები და ანგარიშგება
აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტორული დასკვნის ძირითადი ელემენტები.
აუდიტორული დასკვნის სახეები.
აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის გავლენა აუდიტორულ დასკვნაზე. უთანხმოება ხელმძღვანელობასთან და მისი გავლენა აუდიტორულ დასკვნაზე. (ასს 700).
შესადარისი ინფორმაცია: შესაბამისი ციფრობრივი მონაცემები; შესადარისი ფინანსური ანგარიშგება; აუდიტორის პასუხისმგებლობა და ანგარიშგება (ასს 710).
ზ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მეთოდიკის საკითხები
ბალანსის შედგენის სისწორის ზოგადი შეფასება; აქტივების ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის სისწორის განსაზღვრა, მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგებაში ინფორმაციის ასახვის სისწორის შემოწმება; ანგარიშგება ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ, მისი შემოწმება.
ლიტერატურა
1. საქართველოს კონსტიტუცია (2004 წლის 6 თებერვლის ცვლილებებით და დამატებებით)
2. საქართველოს კანონი ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”
3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”
4. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ”
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
8. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”
9. საქართველოს კანონი ,,გრანტის შესახებ”
10. საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ”
11. საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”
12. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”
13. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
17. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”
18. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”
19. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”
20. საქართველოს კანონი ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”
21. საქართველოს კანონი ,,აუდიტორული საქმიანობის შესახებ”
22. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ”
23. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”
24. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”
25. საქართველოს კანონი ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”
26. საქართველოს საბაჟო კოდექსი
27. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
28. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”
29. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. თბილისი, 2001
30. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება. თბილისი, 2001
31. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა. თბილისი, 1999
32. აუდიტის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტები. ნაწილი 1, თბილისი, 1999
33. აუდიტის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტები. ნაწილი 2
34. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი
35. ,,დებულება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” – დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით
36. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №328 ბრძანება – ,,სალაროს მეურნეობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
37. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულება – მომსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ”
38. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 26 ივნისის №341 ბრძანება – ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
39. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანება – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
40. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანება – ,,საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ”
41. ძაძამია რ., ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, თბილისი, 2002
42. ძაძამია რ. ფინანსური აღრიცხვა, თბილისი, 2000
43. ხარაბაძე ე., ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, თბილისი, 2002
44. ხარაბაძე ე., ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თბილისი, 2004
45. გრიგალაშვილი ლ., გადასახადების აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თბილისი, 2001
46. მესხია ი., მაღლაკელიძე დ., ვაშაკიძე ნ., ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თბილისი, 2001
47. მესხია ი., ჯალაღონია დ., ბუღალტრული აღრიცხვა – ბაას – პრაქტიკაში, თბილისი, 2003
48. გრიგალაშვილი ლ., ძირითადი საშუალებების ცვეთის გამოანგარიშების წესები და ნორმები, თბილისი, 2003
49. თოდუა გ., ბუღალტრული აღრიცხვის თეორია (საერთაშორისო სტანდარტებით), თბილისი, 2002
50. ჯალაღონია დ., ბუღალტრული აღრიცხვის განმარტებითი ლექსიკონი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თბილისი, 2002
51. გოდერძიშვილი ი., ბუღალტრული აღრიცხვის თეორია, თბილისი, 1998
52. კუპრეიშვილი ე., ბუღალტრული აღრიცხვის კურსი, თბილისი, 2002
53. იაშვილი თ., ჯალაღონია დ., სალაროს მეურნეობის ორგანიზაცია, თბილისი, 2001
54. კვატაშიძე ნ., ფინანსური აღრიცხვა I- II ნაწილი, თბილისი, 1999-2000
55. ალავერდაშვილი ბ., აუდიტის პრაქტიკული კურსი, თბილისი, 2001
56. ხორავა ა., კვატაშიძე ნ., გოგრიჭიანი ზ., ბუღალტრული აღრიცხვა, თბილისი, 2002
57. ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., პასუხისმგებლობა ეკონომიკური დანაშაულისათვის, თბილისი, 1999
58. ლორია ვ., ლორია ი., საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, თბილისი, 2001
59. ცნობილაძე პ., საქართველოს სახელმწიფო სამართალი, თბილისი, 2004
60. Румянцев А.Б. Финансовый контроль, М., изд-во «Дело и сервис», 2003
61. Родионова В.М., Шлейников В.И. Финансовый контроль, М., ИД АБК- ПРЕСС, 2002
62. Кочерин Е.А. Основы государственного и управленческого контроля, М., «Филинь», 2000
63. Мельник М.В. и др. Ревизия и контроль, М., ИД АБК- ПРЕСС, 2003
64. Положение о ревизиях с руководством по проведению ревизий, пер. с немецкого, GTZ, 2002.