1. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის სტანდარტები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
უხლი 15. კვების სტანდარეტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის სტანდარტები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი.
3. კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ) მენიუს შედგენა;
გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;
ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფ