დაცვის
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტები

1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;

ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;

ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;

ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი;

ლ) მენიუს შედგენის წესი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:

ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;

გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;

დ) ბავშვებისა და პერსონალის  სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;

ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;

ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;

თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა და დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის  პრაქტიკაში გამოყენება.

თავი VI

ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტე