1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის  გამოცდილება;

გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები, რეგულაციები და განათლების პრინციპები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ე) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;

ვ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

ზ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;

თ) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;

ი) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ლ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია, როგორც ბავშვებისთვის ისე უფროსებისთვის;

დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;

ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;

ვ) ეფექტური კომუნიკაცია;

ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;

თ) პოზიტიური გაძღოლა;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისა და ხელსაწყოების გამოყენება;

კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

ლ) დაწესებულებაში დადგენილი კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;

მ) ადამიანური რესურსის მართვ