1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ან უმაღლესი პროფესიული განათლება ან პროფესიული განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2. სააღმზრდელო-საგანმათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები, რეგულაციები და განათლების პრინციპები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ე) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;
ვ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ზ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;
თ) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
ი) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ლ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის;
დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ) ეფექტური კომუნიკაცია;
ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
თ) პოზიტიური გაძღოლა;
ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისა და ხელსაწყოების გამოყენება;
კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
ლ) დაწესებულებაში დადგენილი კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
მ) ადამიანური რესურსის მართვ