1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით

2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება ან უმაღლესი პროფესიული განათლება ან პროფესიული განათლება  განათლების  სფეროში, განათლების  მეცნიერების, ფსიქოლოგიის, ჯამრთელობის მეცნიერების  და სხვა მონათესავე დარგში ან პროფესიული განათლება  ნებისმიერი მიმართულებით.

3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება.

4. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;

თ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

ი) საგნობრივი დისციპლინები;

კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;

ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;

მ) დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;

ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;

ო) გუნდური მუშაობის პრინციპები.

5. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:

ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

ბ) ოჯახთან  თანამშრომლობა;

გ) გუნდში მუშაობა;

დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;

ე) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;

ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

თ) ტექნოლოგიების გამოყენება სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში;

ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია