1. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. სანიტარიულ ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის სტანდარტები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3. სანიტარიულჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ ჰიგიენური სტანდარტების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენებ