1. ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება ან უმაღლესი პროფესიული განათლება  განათლების, მეცნიერების, ფსიქოლოგიის, ჯანმრთელობის, მეცნიერების  ან სხვა  მონათესავე დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.

2. ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა  და ახალგაზრდობის    სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.

3. ინკლუზიის ხელშემწყობმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;

დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;

ე) ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) დაწესებულებაში დაკავებულიპოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში;

ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;

თ) სპეციალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;

ი) თემში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.

4 .ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს შეუძლია:

ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;

გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;

დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;

ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;

ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;

ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვთა ჯგუფში ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში;

თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;

ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;

კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;

ლ) ბავშვის ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება;

მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების  თანხვედრა  სოციალური მოდელის მიხედვით.
თავი V
ჯანმრთელობის დაცვის  პერსონალის  პროფესიული სტანდარტე