1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით;
ბ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულით;
გ) შეუძლია ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართოს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;
დ) შეუძლია უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისაკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;
ე) აქვს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი;
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა) სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები, თემატური მიმართულებები;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები;
გ) ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები;
ე) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
ვ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
ზ) დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
თ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ი) გუნდური მუშაობის პრინციპები.
3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსი