1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.

2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II, IX თავი);

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;

დ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ვ) საქართველოს მთავრობის №485 დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ ;

ზ) საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება – „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;

თ) საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ;

ი) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ შესახებ;

კ) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

ლ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;

მ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;

ნ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;

ო) ადრეული განათლების პრინციპები;

პ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები.

3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) დაწესებულების მისიის, ხედვისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;

დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;

ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;

ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;

ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება;

თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარებ