დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად შეიძლება განეკუთვნებოდნენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერს):
1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა) სტრატეგიულ მართვაზე - (მენეჯერი);
ბ) მატერიალური რესურსების მართვაზე - (მნე);
გ) დოკუმენტაციის წარმოებაზე - (საქმისმწარმოებელი);
დ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე - (მეთოდისტი).
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
ა) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი (აღმზრდელი);
ბ) ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი (სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი).
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი (ექიმი, მედდა).
4. ტექნიკური პერსონალი:
ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე);
ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დამლაგებელი, მრეცხავი);
გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მზარეული, მზარეულის თანაშემწე);
დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დამხმარე მუშა);
ე) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დარაჯი).