1. ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.
2. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ადრეული განათლების პრინციპები;
დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;
ე) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ვ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ზ) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
თ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ი) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება.
3. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში;
თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება.