1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები;
ვ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ზ) მენიუს შედგენის წესი.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ) „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.