1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან სერტიფიკატი მზარეულის/კულინარის სპეციალიზაციით ან სრული ზოგადი განათლება და შესაბამისი უნარები.

2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;

ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;

გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;

დ) მენიუს შედგენის წესი;

ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;

ზ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

თ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

ი) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.

3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;

ბ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;

გ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;

დ) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;

ე) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფ