1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში და კვების ობიექტზე, ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;

ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;

გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;

დ) მენიუს შედგენის წესი;

ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;

ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;

თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი.

ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;

ბ) მენიუს შედგენა;

გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;

დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;

ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;

ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფ