1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება – არანაკლებ ბაკალავრი;

ბ) ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;

გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართვლოს კანონი;

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ვ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;

ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

თ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.

3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;

ბ) პერსონალის საჭიროებების დადგენა;

გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;

დ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება.

თავი IV. საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე