1. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს:
აქვს შესაბამისი აკადემიური უმაღლესი განათლება ან/და გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.
3. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს:
ა) დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება ან/და გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.
4. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ე) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
ვ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ზ) საგნობრივი დისციპლინები;
თ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ი) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
კ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ლ) გუნდური მუშაობის პრინციპები.
5. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესშ