1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება – არანაკლებ ბაკალავრი; სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ან/და გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

დ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

ე) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები(საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ზ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ასევე სასურველია ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;

დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;

ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;

ვ) ეფექტური კომუნიკაცია;

ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;

თ) პოზიტიური გაძღოლა;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;

კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

ლ) ადამიანური რესურსის მართვ