1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება − არანაკლებ ბაკალავრი;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ ორგანიზაციაში საგანმანათლებლო/ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ან/და გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; ან/და გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები.
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; სასურველია ასევე ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
თ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ი) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
კ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
ლ) ინვენტარიზაციის პროცედურები.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
გ) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
დ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა და კომუნიკაცია;
ე) შესყიდვების დაგეგმვა;
ვ) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
ზ)კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარებ