1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში:

ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;

გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართვას და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტარტეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;

დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა; მისიის და მიზნების განსაზღვრა; სტრატეგიული გეგმების შედგენა;

ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი;

ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის მართვა;

ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;

თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;

ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს;

კ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით;

ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;

მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;

ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ: აღმზრდელის თანაშემწე), საგნმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში; ეხმარება კვების პროცესში;

ო) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;

პ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევისას, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;

ჟ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის აღრიცხვას, ზედამხედველობას. ტექნიკის გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;

რ) დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსების უსაფრთხოების დაცვას;

ს) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.

თავი II. დაწესებულების პერსონალის შემადგენლო