პერსონალის
შემადგენლობა

დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების  უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) სტრატეგიულ მართვაზე (დირექტორი, მოადგილე);

ბ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე (სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამების და პროცესების მართვის კოორდინატორი/მეთოდისტი);

გ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვაზე (ფინანსისტი, მთავარი ბუღალტერი, შესყიდვების კოორდინატორი);

დ) ადამიანური რესურსების მართვაზე (საქმისმწარმოებელი).

2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, ასისტენტი, მუსიკის მასწავლებელი);

ბ) ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი (ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი).

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

4. ტექნიკური პერსონალი:

ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე/ძიძა, ჯგუფის ოთახების დამლაგებელი);

ბ) სანიტარიული-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, დამლაგებელი, მრეცხავი, მეეზოვე);

გ) კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, მედდა, მზარეული, მზარეულის თანაშემწე);

დ) ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, ოსტატი, დამლაგებელი, მუშა);

ე) უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დარაჯი, დაცვის მუშაკი, მუშა).

5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.

6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.

თავი III

ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტე