სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2023
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016526
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი |
| 2 | მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები |
| 3 | მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით |
| 4 | შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები |
| 5 | საგანგებო სტაბის შეტყობინების სქემა |
| 6 | მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა |
| 7 | სახანძრო-სამაშველო ძალებისა აღჭურვილობის ჩამონათვალი |
| 8 | სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი |
| 9 | დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი |
| 10 | მერიის შენობის ევაკუაციის გეგმა |
| 11 | მუნიციპალიტეტის საევაკუაციო რუკები |
| 12 | წყალდიდიბა |
| 13 | მეწყერული მოვლენები |
| 14 | ძლიერი ქარი |
| 15 | მიწისძვრა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2023 წლის 21 დეკემბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის; „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა.
მუხლი 2🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქ. სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. შოთა რუსთაველის ქ, №247).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია
სენაკის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის
გ ე გ მ ა
თავი I.
მუნიციპალიტეტის
ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1.1 შესავალი
წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნით.
1.2 გეგმის მიზანი
გეგმის მიზანია:
- საგანგებო სიტუაციებისაგან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
- ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;
- საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელ ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;
- ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;
- ადგილობნრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.
1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები
სენაკის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.
საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართი №1-ში წარმოდგენილი ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტის გამგეობა, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:
შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია 592 80 24 77
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია 599 30 44 00
საკრებულოს თავმჯდომარე: საბა ოდიშარია 598 71 91 91
მერის პირველი მოადგილე: ბადრი ქუთელია 598 27 67 36
მერის მოადგილე: ნანა ზარანდია 599 85 75 45
აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი
1. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები
სენაკის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51.800 ადამიანს,თუმცა აღინიშნება მიგრაციაც,რის გამოც 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად ადგილზე მყოფი მოსახლეობის რაოდენობა დაფიქსირდა 39652 ადამიანი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 520,7კმ. დასახლებული პუნქტების რაოდენობა 63. მათ შორის 1 ქალაქი, სენაკის მუნიციპალიტეტი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად, ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30 მ-ს აღემატება ტერიტორია მიეკუთვნება ზღვის სუბტროპიკული კლიმატის ნოტიო ოლქის ნოტიო კლიმატურ ზონას თბილი, რბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით.
1961-1990 წწ. პერიოდისათვის, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის ჰაერის საშუალო წლიური (ტემპერატურა +13.1°C-ია, ზამთარში ის 6.40 შეადგენს, ხოლო ზაფხულში 21,9 C-ს. აბსოლუტური მინიმუმი 9.8°C-ია, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი +40,2°C, წალექების ჯამური რაოდენობა 1,702 მმ-ია წელიწადში. მაქსიმალური რაოდენობა შემოდგომაზე მოდის – 510 მმ. ცხელი დღეების რაოდენობა აქ საშუალოდ 109 დღეს შეადგენს, ხოლო ყინვიანი დღეებისა კი 23-ს. მუნიციპალიტეტში თავსხმა წვიმების შემთხვევები საშუალოდ 27 დღეს უდრის წელიწადში. თოვლის საფარის საშუალო ხანგრძლივობა ქალაქ სენაკში 12 დღის ტოლია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიზა ძირითადად გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყვითელმიწა, ეწერი და ალუვიური ტიპის ნიადაგები.
მანძილი თბილისამდე – 270 კმ;
მანძილი ზუგდიდამდე – 45 კმ;
უახლოესი პორტი, ქალაქი ფოთი – 35 კმ.;
უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ. სენაკი;
უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი – 42კმ
ქალაქის მოსახლეობა – 27 217
სოფლის მოსახლეობა – 24 583
მოსახლეობა (დევნილთა ჩათვლით) – 39652
მათ შორის:
ქალი – 21596
კაცი – 18056
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1)ქართველი – 98 %
2)რუსი – 0,6%
3)ასირიელი – 0,2%
4) სხვა – 0,2%
წყლის ძირითადი არტერიები:
1) არტეზიული ჭები
სოფლის მეურნეობა:
მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 520,7 კვ. კმ-დან სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია.
მათ შორის:
სახნავი – 10953 ჰა (49%);
საძოვარი – 7 025 ჰა (32%);
მრავალწლიანი ნარგავები – 3 907 ჰა (17%);
ნასვენი – 349 ჰა (1,5%).
მდინარეების რიონის და ტეხურის შესართავთან, აღმოსავლეთით ესაზღვრება აბაშის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ჩხოროწყუსა და მარტვილის, სამხრეთით ლაჩხუთი მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები მოცემულია დანართ №2-ში, ხოლო, მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ №11-ში.
მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი
არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა
ქალაქ სენაკის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. ილია ჭავჭავაძის ქ №103-ში (საკ.კოდი № 44.01.31.395)
შენობა არის სამ სართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა არის უწვი კონსტრუქციებით განხორციელებული, მე-II ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი და დენი.
მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ეზო იკავებს 2899,73 კვ.მ. – ს ფართს. იგი შემოფარგული არ არის. აღმოსავლეთით ესაზღვრება – თეატრი; დასავლეთით – სამ სართულიანი სამუსიკო სკოლა, ხოლო ჩრდილოეთით ქალაქის სკვერი და სამხრეთით ილია ჭავჭავაძის ქუჩა.
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის –73 თანამშრომელი73 თანამშრომელი.
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური, სასიცოცხლო და სტრატეგიული ობიექტების რაოდენობები და სხვა დეტალური ინფორმაცია მითითებულია გეგმის დანართ №2-ში.
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო (გაზი, ელექტროენერგია და წყალი) საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №18 – ში.
1.7 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები.
საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.
შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყონებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:
მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი ან მისგან უფლებამოსილი პირი. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.
შტაბის ძირითადი ამოცანებია:
ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;
ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;
გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;
დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;
ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთანთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში _ გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;
ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;
ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;
თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;
ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;
კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილი 1-ში.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:
ცხრილი 1
№
ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია
თანამდებობის პირი (სახელი, გვარი) რომელთანაც ყოველდღიური მუშობის რეჟიმში შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია
შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალკეობა/საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი
1
შტაბის უფროსი
შსს სსდ საგანგებოს იტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემოსავანეთის მთ.სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია
იხ. დანართი № 4,
პუნქტები №1,
2
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში
მერი – ვახტანგ გადელია
იხ. დანართი № 4,
პუნქტები №2,
3
შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი ქირია
იხ. დანართი №4,
პუნქტი №3
4
შტაბის წევრი
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია
იხ. დანართი №4,
პუნქტი №4
5
შტაბის წევრი
მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური-მერაბ ჯანაშია
იხ. დანართი №4,
პუნქტი №5
6
შტაბის წევრი
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა
იხ. დანართი №4,
პუნქტი №6
7
შტაბის წევრი
კულტურის, სპორტის,განათლების სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №7
8
შტაბის წევრი
სენაკის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ედიკა ბერაია
იხ. დანართი №4,
პუნქტი №8
9
შტაბის წევრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამანტეის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი თამარ თოლორდავა
იხ. დანართი №4,
პუნქტი №9
10
შტაბის წევრი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ეკატერინე კიზირია
იხ. დანართი №4,
პუნქტი №10
11
შტაბის წევრი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია
იხ. დანართი №4,
პუნქტი №11
12
შტაბის წევრი
ააიპ საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის დირექტორის მოადგილე თორნიკე ჯიჯეიშვილი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №12
13
შტაბის წევრი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელი რომან ავალიანი
იხ. დანართი №4,
პუნქტი №13
საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.
1. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა.
შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.
შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი 5-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართი 6-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით,
3. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება ადგილობრივი ტელემაუწყებლობისა და სოციალური ქსელის საშუალებებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით. შეტყობინების დუბლირება ხდება პოლიციის მიერ საპატრულო მანქანების ხმამაღლა მოლაპარაკეების საშუალებით.
1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8.
1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართი 9-ში.
1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი 11.); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია გამგეობის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დართი 10.)
1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი.
2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული “2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის” (ნოემბერი 2015) საფუძველზე.
2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია სეისმური ზემოქმედება, მეწყერები, წყალდიდობა და ძლიერი ქარები. იხ. დანართი 3.
2010 წლის გეომონიტორინგული შეფასების პროცესში ქ. სენაკის და სოფლების ფოცხოს, ხორშის, ეკის, ზანას და სხვა სოფლების ტერიტორიებზე, ასევე მენჯი-ხორშის საავტომობილო გზის რამდენიმე უბანზე, დაფიქსირებული იქნა 10 ახლად წარმოქმნილი და გააქტიურებული მეწყერი. 2014 წლის მონიტორინგის კვლევის სფეროში მოექცა 20 დასახლებული პუნქტი, რომლის დროსაც დაფიქსირებული იქნა 4 ახალი მეწყრის წარმოქმნა და 10-ზე მეტი დროებით სტაბილურ მდგომარეობაში მყოფის გააქტიურება. მათგან 4 სახლი სრულიად დანგრეულია, 25 სახლი იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა. რომ საცხოვრებლად საფრთხეს შეიცავდა, ხოლო 27 სახლი სუსტად იყო დაზიანებული მეწყრებით და მარტივი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებით შეიძლებოდა მათი გადარჩენა. სოფლების ფოცხოში და ბეთლემში დააზიანა ინფრასტრუქტურის ობიექტები – ხიდები და საავტომობილო გზა 145მ-ზე, ხოლო სოფლების ფოცხოში, ლეგოგიეში და ლემირცხულავეში მდინარეების: ტეხურის, შებეს, ცივისა და გურძემის ნაპირების გარეცხვის შედეგად საჭირო გახდა წაპირსამაგრი ღონისძიებების გატარება 165 მ. სიგრძეზე მთლიანობაში 2003-2014 წლების პერიოდში გეოლოგოური სტიქიით გამოწვეული ეკომიგრანტების სტატუსით გასაყვანი გახდა 23 ოჯახი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს სახელმწიფო მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი. შესაბამისად ხდება ტრანზიტული ტვირთების გატარება მათ შორის ქიმიურად საშიში და ადვილად აალებადი ნივთიერებების.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლოა ძლიერი ქარები /ქარიშხალი/, რომლებმაც შესაძლოა ზარალი მიაყენოს მუნიციპალიტეტის სამრეწველო ობიექტებს, მწყობრიდან გამოიყვანოს კომუნალურ–ენერგეტიკული ქსელი, დაირღვეს შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის სისტემები, გამოიწვიოს ხანძრი და ადამიანური მსხვერპლი.
კომუნიკაციები და მომეტებული რისკები
სატრანსპორტო კუმუნიკაციები. ძირითადი საავტომობილო არტერიებია: საერთაშორისო თბილისი-სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზა (16,5 კმ), სენაკი–ფოთი (1,8 კმ). სახელმწიფო მნიშვნელობის სენაკი–ჩხოროწყუსა (22 კმ) , სენაკი მარტვილის (24კმ), ნოქალაქევი–დიდი ჭყონის (12,7 კმ), ნოსირი–გეჯეთი–ნოქალაქევის (16,5 კმ) გზები.
სასმელი წყლის სათავე ნაგებობები –– სათავე ნაგებობა მდებარეობს მუნიციპალიტეტის ნოსირის თემში მდინარე ტეხურას მარცხენა სანაპიროზე. მოიცავს სამანქანო, სატრანსპორმატორო და ელგამანაწილებელი ერთასართულიან კაპიტალურ ნაგებობებს. შემოკავებულია მავთულბადით 40 ჰა ტერიტორია. ტერიტორიაზე განთავსებულია 100 და 500 მ3–იანი მოცულობის წყლის რეზერვუარები. 2010 წელს ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი. დამონტაჟდა 2 ცალი 1000 მ3/სთ წარმადობის ელექტროტუმბო, 1 ცალი 5 ტნ ტვირთამწების ელექტროამწე, 4 ცალი დ–400მმ დიამეტრის ურდული და 4 ცალი დ–400მმ დიამეტრის უკუსარქველი. 1 ცალი ქლორია აპარატი. დამონტაჟდა ასევე 18 ცალი ეცვ–10 მარკის არტეზიული ჭების ტუმბოები.
მომეტებული რისკების მქონე ობიექტები:
I კატეგორიის (მაღალი წნევის გაზსადენი)
a) მუნიციპალიტეტის ნოსირის, ახალსოფლის, თეკლათის და ზემო–ჭალადიდის თემების ტერიტორიაზე გადის მაგისტრალური გაზსადენი.
b) I კატეგორიის წყალსადენის მაგისტრალი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გადის.
g) I-II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის 220 კვ სიმძლავრის (II კატეგორია) ელექტროგადამცემი ხაზი საერთო სიგრძით დაახლოებით 32 კმ–ზე (კოლხიდა 1, კოლხიდა 2) მდგომარეობა ნორმალურია.
d) I კატეგორიის რკინიგზა (მაგისტრალური) გადის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე 16,5 კმ–ზე.
e) I კატეგორიის საავტომობილი გზა (საერთაშორისო მნიშვნელობის) თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზა გადის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე კმ 287–დან კმ 303+პკ 500 ჩათვლით. გზის საფარი, ხიდები, ხიდ–ბოგირები ნორმარულ მდგომარეობაშია.
v) მომატებული რისკის ელექტოსადგური (330 kv da meti) არ გაგვაჩნია. მენჯის ელექტროსადგური არის 220 კვ სიმძლავრის
ავარიული შენობა ნაგებობები. ავარიული შენობა–ნაგებობებია ზანის თემში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში ყოფილი საავადმოფოს შენობა. მეწყერის შედეგად ნახევრადდანგრეული და ავარიული სამი საცხოვრებელი სახლი ზანის თემში. მენჯის თემში ასრებული სახარბედიოს უბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მინერალური წყლის ჩამოსასხმელი 2 სართულიანი კაპიტალური შენობა.
მუნიციპლაიტეტის კავშირის საშუალეbები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაგთის, ჯეოსელის, ბილაინის მობილური სატელეფონო (3500 აბონომენტი) ტელეფონი (900 აბონომენტი), ასევე სილქნეტის ინტერნეტი (1700 აბონომენტი).
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის განისაზღვრა შემდეგი საფრთხეები: ხანძარი შენობაში და მიწისძვრა.
2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.
2.2.1.
რისკის
შეფასების
დრო: 27.02.2022.11.00 სთ.
2022 წლის 27 თებერვალს რისკის შეფასების მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტში გაიმართა რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგნელები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.
2.2.2.
რისკის
შეფასების
მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა.
მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგაშო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიკაცია. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესჭავლის მიძნით საჭიროა შესაბამის სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.
2.2.3 რისკის შეფასების შედეგები და აღწერა
ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
საერთო ქულა
1
წყალდიდობა
8
8
64
3
მეწყრული მოვლენები
8
7
56
4
ძლიერი ქარი
7
6
42
5
მიწისძვრა
6
6
36
6
ბ) მერიის შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
საერთო ქულა
1
ხანძარი
8
8
64
2
მიწისძვრა
8
7
56
III თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი
ქვემოთ ჩამოთვლი დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
დანართი №12 – წყალდიდობა
დანართი №13 – მეწყრული მოვლენები
დანართი №14 – ძლიერი ქარი
დანართი №15 – მიწისძვრა
ქვემოთ ჩამოთვლი დანართებში მოცემულია მერიის შენობაში გამოვლენილი შიდა საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
დანართი №16 – ხანძარი მერიის შენობაში
დანართი №17 – მიწისძვრა მერიის შენობაში
IV თავი. გეგმის დანართები
4. გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 3-ის სახით:
ცხრილი 3.
დან.
№
დანართის დასახელება
1
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
2
მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები
3
მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით
4
შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები
5
საგანგებო სტაბის შეტყობინების სქემა
6
მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა
7
სახანძრო-სამაშველო ძალებისა აღჭურვილობის ჩამონათვალი
8
სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი
9
დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი
10
მერიის შენობის ევაკუაციის გეგმა
11
მუნიციპალიტეტის საევაკუაციო რუკები
12
წყალდიდიბა
13
მეწყერული მოვლენები
14
ძლიერი ქარი
15
მიწისძვრა
16
ხანძარი მერიის შენობაში
17
მიწისძვრა მერიის შენობაში
18
კომუნიკაციების სქემები და რუკები