ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი |
|
გ ე გ მ ა
|
№ |
ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია |
თანამდებობის პირი (სახელი, გვარი) რომელთანაც ყოველდღიური მუშობის რეჟიმში შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია |
შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალკეობა/საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი |
|
1 |
შტაბის უფროსი |
კობა კურტანიძე (სსმს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი) |
იხ. დანართი № 4, პუნქტები №1, |
|
2 |
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში |
ჯონდო მდივნიშვილი (მუნიციპალიტეტის მერი) |
იხ. დანართი № 4, პუნქტები №2, |
|
3 |
შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში |
ილია მაისაშვილი (შსს კახეთის პოლ. დეპარტ. ლაგოდეხის რაიონული სამმართ. უფროსის მოადგილე) |
იხ. დანართი №4, პუნქტი №3 |
|
4 |
შტაბის წევრი |
გიორგი მჭედლიშვილი (ადმინისტრაციული სამსახური) |
იხ. დანართი №4, პუნქტი №4,8 |
|
5 |
შტაბის წევრი |
გიორგი ჩალათაშვილი ინფრასტრუქტურ. სამს) |
იხ. დანართი №4, პუნქტი №5,10,12,13 |
|
6 |
შტაბის წევრი |
თამარ ბაღაშვილი (სოციალური სამსახური) |
იხ. დანართი №4, პუნქტი №6,7 |
|
7 |
შტაბის წევრი |
ნათია დათუკიშვილი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური) |
იხ. დანართი №4, პუნქტი №9 |
|
8 |
შტაბის წევრი |
ივანე წიქარიშვილი (ეკონომიკის სამსახ) |
იხ. დანართი №4, პუნქტი №11 |
|
9 |
შტაბის წევრი |
ნინო პოპიაშვილი (წითელი ჯვარი) |
დამხმარე წევრი იხ. დანართი №4, პუნქტი №1,2,6,7,12 |
|
10 |
შტაბის წევრი |
გელა ლომიძე (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური ) |
დამხმარე წევრი იხ. დანართი №4, პუნქტი №1 |
|
11 |
შტაბის წევრი |
ლიანა ფოფხაძე (განათლების, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური) |
დამხმარე წევრი იხ. დანართი №4, პუნქტი №1 |
|
12 |
შტაბის წევრი |
გიორგი მანგოშვილი (საფინანსო სამსახური) |
დამხმარე წევრი იხ. დანართი №4, პუნქტი №1,2,5,7,13 |
1.6. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.
ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.
შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს
(საგანგებო შტაბის წევრების შეტყობინების სქემა დანართი 5-ის მიხედვით )
მოსახლეობის გაფთხილება ხდება ხმის გამაძლიერებლით და სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სასიგნალო მოწყობილობით.
1. ქალაქში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა
2. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.
შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი 5-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართი 6-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.
4. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება ადგილობრივი ტელემაუწყებლობისა და პრესის საშუალებებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.
მოსახლეობის გაფთხილება ხდება ხმის გამაძლიერებლით და სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სასიგნალო მოწყობილობით.
1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8.
1.8. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართი 9-ში.
1.9. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი 10.); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11.)
1.10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი.
2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის” (ნოემბერი 2015) საფუძველზე.
2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია: წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი, მიწისძვრა. (დარგის სპეციალისტების მრჩეველთა საბჭო)
2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.
2.2.1. რისკის შეფასების დრო: 2022 წლის 24 ივნისს, რისკის შეფასების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგნელები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.
2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები 2.1 და 2.2. მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.
რისკის შეფასების შედეგები და აღწერა
ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
ცხრ. 2.1
|
№ |
საფრთხე |
ალბათობა |
ზეგავლენა |
საერთო ქულა |
|
1 |
წყალმოვარდნა |
7 |
7 |
49 |
|
2 |
ძლიერი ქარი |
6 |
4 |
24 |
|
3 |
მიწისძვრა |
5 |
4 |
20 |
|
4 |
||||
|
5 |
ბ) მერიის შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
ცხრ. 2.2
|
№ |
საფრთხე |
ალბათობა |
ზეგავლენა |
საერთო ქულა |
|
1 |
ხანძარი |
8 |
8 |
64 |
|
2 |
მიწისძვრა |
5 |
6 |
30 |
III თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი
ქვემოთ ჩამოთვლი დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
დანართი №12 – წყალმოვარდნა
დანართი №13 – ძლიერი ქარი
დანართი №14 – მიწისძვრა
ქვემოთ ჩამოთვლი დანართებში მოცემულია მერიის შენობაში გამოვლენილი შიდა საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
დანართი №15 – ხანძარი მერიის შენობაში
დანართი №16 – მიწისძვრა მერიის შენობაში
IV თავი. გეგმის დანართები
გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 3-ის სახით:
ცხრილი 3.
|
დან. № |
დანართის დასახელება |
|
1 |
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი |
|
2 |
მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები |
|
3 |
მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით |
|
4 |
შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები |
|
5 |
საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა |
|
6 |
მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა |
|
7 |
სახანძრო-სამაშველო ძალებისა აღჭურვილობის ჩამონათვალი |
|
8 |
სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი |
|
9 |
დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი |
|
10 |
მუნიციპალიტეტის საევაკუაციო რუკები |
|
11 |
მერიის შენობის ევაკუაციის გეგმა |
|
12 |
წყალმოვარდნა |
|
13 |
ძლიერი ქარი |
|
14 |
მიწისძვრა |
|
15 |
ხანძარი მერიის შენობაში |
|
16 |
მიწისძვრა მერიის შენობაში |