ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სიის დადგენის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016677
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მწვანე ნარგავების სახელწოდება ქართულად |
| 1. | იფანი ჩვეულებრივი |
| 2. | თეთრი ვერხვი |
| 3. | ცაცხვი კავკასიური |
| 4. | ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა) |
| 5. | ცაცხვი უნგრული |
| 6. | ნეკერჩხალი მინდვრის |
| 7. | კანფეტის ხე |
| 8. | ნეკერჩხალი – ქორაფი |
| 9. | ნეკერჩხალი – ლეკა |
| 10. | ნეკერჩხალი შაქრის |
| 11. | წითელი ტყემალი |
| 12. | აღმოსავლური ჭადარი |
| 13. | არყის ხე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სიის დადგენის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №85
2023 წლის 27 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სიის დადგენის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტების, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 110-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია წინამდებარე დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.
(№1 დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანების პროექტის შეთანხმების წესი და პირობები წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
(№2 დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
1. განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა–დამტკიცებისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში.
2. მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში.
3. მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
№
მწვანე ნარგავების
სახელწოდება ქართულად
მწვანე ნარგავების სახელწოდება ლათინურად
ღეროს გარშემოწერილობა (სანტიმეტრებში)
სიმაღლე (მეტრებში)
1.
იფანი ჩვეულებრივი
„Fraxinus excelsior“
14 სმ-დან
3 - 5.5 მ.
2.
თეთრი ვერხვი
„Populus alba “
3.
ცაცხვი კავკასიური
„Tilia caucasica“
4.
ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)
„Tilia cordata“
5.
ცაცხვი უნგრული
„Tilia tomentosa“
6.
ნეკერჩხალი მინდვრის
„Acer campestre“
7.
კანფეტის ხე
„Hovenia dulcis“
8.
ნეკერჩხალი – ქორაფი
„Acer cappadocicum“
9.
ნეკერჩხალი – ლეკა
„Acer platanoides“
10.
ნეკერჩხალი შაქრის
„Acer saccharum“
11.
წითელი ტყემალი
„Prunus cerasifera 'Pisardii' “
12.
აღმოსავლური ჭადარი
„Platanus orientalis“
13.
არყის ხე
„Betula alba“
14.
მტირალა არყის ხე
„Betula pendula“
15.
რადეს არყის ხე
„Betula raddeana“
16.
ლიტვინოვის არყის ხე
„Betula Litwinowii“
17.
ჰიმალაის კედარი
„Cedrus deodara“
18.
კავკასიური ფიჭვი
„Pinus sylvestris var. Hamata“
19.
ჩვეულებრივი ფიჭვი
„pinus sylvestris“
20.
ვერცხლისფერი ნაძვი
„Picea pungens“
21.
ევროპული ნაძვი
„Picea excelsa“
22.
აღმოსავლეთის ნაძვი
„Picea orientalis“
23.
ლარიქსი
„Larix sibirica“
24.
ერთფერა სოჭი
„Abies concolor“
25.
ესპანური სოჭი
„Abies pinsaro“
26.
ზღვისპირა ფიჭვი
„Pinus pinaster“
27.
ელდარის ფიჭვი
„Pinus eldarica“
28.
ბიჭვინთის ფიჭვი
„Pinus pytiusa“
29.
ჰალეპოს ფიჭვი
„Pinus halepensis“
30.
იტალიური ფიჭვი
„Pinus pinea“
31.
კავკასიური სოჭი
„Abies nordmanniana“
32.
კვიპაროზი მარადმწვანე პირამიდული
„Cupressus sempervirens pyramidalis“
33.
კვიპაროზი მარადმწვანე ჰორიზონტალური
„Cupressus sempervirens horizantalis“
34.
არიზონული კვიპაროზი
„Cupressus arizonica“
35.
იაპონური კამელია
„Camelia japonica“
36.
ბამბუკისფოთოლა მუხა
„Quercus myrsinifolia“
37.
გინკო ბილობა
„Ginkgo Biloba“
38.
იმერული მუხა
„Quercus imeretina“
39.
ქართული მუხა
„Qurcus macranthra“
40.
ძელქვა
„Zelkova carpinifolia“
41.
მაგნოლია
„Magnolia grandiflora“
42.
ხეტიტა
„Liriodendron tulipifera“
43.
ცხენისწაბლი
„Aesculus hippocastanum“
44.
თეთრი ტირიფი
„Salix alba“
45.
ნეკერჩხალი დიადი ბოყვი
„Acer velutinum“
46.
კოლხური მუხა
„Quercus hartwissiana“
47.
მტირალა ტირიფი
„Salix babylonica“
48.
კავკასიური აკაკი
„Celtis caucasica“
49.
სამხრეთული აკაკი
„Celtis australis“
50.
ჭალის მუხა
„Quercus longipes“
51.
მარაოსებრი პალმა
„Trachycarpus fortunei“
52.
ქაფურის ხე
„Cinnamomum camphora“
53.
ეუკომია
„Eucommia ulmoides“
54.
გიგანტური სექვოია
„Sequoiadendron giganteum“
55.
იაპონური კრიპტომერია
„Cryptomeria japonica“
ბუჩქები, მცირე ზომის ხეები
56.
ფოტინია
„Photinia serulata Red robini“
1 მ-დან
57.
პალმისებური ნეკერჩხალი
„Acer palmatum“
58.
იაპონური ნეკერჩხალი
„Acer japonica“
59.
იაპონური აუკუბა
„Aucuba japonica“
60.
ტუნბერგის კოწახური
„Berberis thunbergii“
61.
ნაზი კოწახური
„Berberis levis“
62.
კალისტემონი
„Callistemon speciosus“
63.
მანდარინი
„Citrus reticulata“
64.
მანდარინი
„Cornus controversa“
65.
ტირიფფოთოლა გრაკლა
„Spiraea salicifolia“
0.8 მ-დან
66.
იაპონური გრაკლა
„Spiraea japonica“
67.
დიდფოთოლა აბელია
„Abelia grandiflora“
68.
ბუდლეა
„Buddleja davidii“
1.2 მ-დან
69.
იელი
„Rhododendron luteum“
1 მ-დან
70.
ინდური როდოდენდრონი
„Rhododendro indica“
71.
ევროპული ჭყორი
„Ilex aquifolium“
72.
კოლხური ჭყორი, ბაძგი
„Ilex colchica“
0.8 მ-დან
73.
თაგვისარა
„Ruscus aculeatus“
0.5 მ-დან
74.
თაგვისარა კოლხური
„Ruscus colchica“
75.
უთხოვარი
„Taxus baccata“
76.
პრიალა კვიდო
„Ligustrum lucidum“
77.
ალბიცია ლენქორანის
„Abizia Julibrissin“
78.
არაუკარია
„Araucaria“
79.
ბროწეული დეკორატიული
„Punica granatum“
80.
დაფნა კეთილშობილი
„Laurus nobilis“
81.
ბზა კოლხური
„Buxus colchica“
82.
ბამბუკი
„Phyllosochus Flexuosa“
83.
ბიოტა აღმოსავლეთის
„Biota orientalis“
84.
ევკალიპტი
„Eucalyptus“
85.
გრაკლა კანტონის
„Spiraea cantoniesis“
86.
მუშმალა
„Eriobotrya Japonica“
87.
ვეიგელა
„Weigela cozacensis“
88.
ზეთისხილი
„Olea europea“
89.
თელა მინდვრის
„Ulmus fosiaccae“
90.
თრიმლი
„Cotinus coggygzia“
91.
ტუია
„Thuja occidentalis“
92.
იასამანი ჩვეულებრივი
„Syringa vulgaris“
93.
არღავანი
„Cercis Siliqustrum“
94.
კატალპა მშვენიერი
„Catalpa speciose“
95.
კვიდო ჭრელფოთოლა
„Ligustrum japonicum“
96.
კომში იაპონური
„Chaenomeles japonica“
97.
კოწახური მეწამულფოთლება
„Berberis Thunbergi“
98.
კუნელი კავკასიური
„Crataegus caucasica“
99.
კურდღლის ცოცხა
„Cutisus pungans“
100.
ლოროპეტალუმი
„Loropetalum“
101.
ლიქვიდამბრი
„Liquidambar orientalis“
102.
კვიპაროზი ჭაობის
„Taxodium distychum rich“
103.
ირმის რქა
„Lagerstroemia indica“
104.
მაგნოლია სულანჟის
„Magnolia Sulangeana“
105.
მაკლურა
„Maclura pomifera“
106.
დაფნა ინდური
„Daphne mezezeum“
107.
მაჰონია იაპონური
„Mahonia Yaponica“
108.
მეტასექვოია
„Metasequoia“
109.
მუხა წაბლფოთოლა
„Querqus castaneifolis“
110.
ნანდინა
„Nandina domestica“
111.
ნაძვი ვერცხლისფერწიწვება
„Picea Pungens“
112.
ნეკერჩხალი
„Acer negundo“
113.
ოლეანდრე
„Nerium oleander“
114.
ოსმანთუსი სურნელოვანი
„Osmanthus fragrans“
115.
პავლონია
„Paulownia tomentosa“
116.
პეკანი
„Carya illinoensis“
117.
ფიტოსპორუმი
„Pittosporum tobira“
118.
პოდოკარპუსი
„Podocarpus totara“
119.
ცრუ აკაცია
„Acacia zobinia“
120.
რცხილა
„Carpinus caucasica“
121.
საპნის ხე
„Sapindus saponaria“
122.
სექვოია
„Sequoiadendron“
123.
სირვაშლა ჩვეულებრივი
„Pyracantha Mohave“
124.
სოფორა იაპონური
„Sophora japonica“
125.
ტირიფი ყვითელი
„Salix caucasica“
126.
ჰორზიცია
„Forzithia intermedia“
127.
ფშატი
„Elaeagnus pungens“
128.
ქაღალდის ხე
„Broussonetia Papyrifera“
129.
ღვია
„Juniperus“
130.
შინდანწლა
„Cornus alba“
131.
შქერი
„Rhododedron Ponticum“
132.
ჩიტავაშლა
„Pyracantha coccinea“
133.
ძახველი
„Viburnum orientalis“
134.
ძელქვა
„Zelkova Carpinifolia“
135.
წაბლი
„Castanea sativa“
136.
წყავი
„Prunus Laurocerasus“
137.
ჭაჭყატი
„Euonymus“
138.
ჭყორი კოლხური
„Ilex Colchica“
139.
ხემარწყვა
„Arbutus“
140.
ხეტუხტი
„L.Hiscus syriacus“
141.
ჰიმონანტუსი
„Calicanthus Occidentalis“
142.
ჰორტენზია
„Hydrangea Macrophylla“
143.
წიფელი
„Fagus Orientalis“
144.
ცაცხვი
„Tilia Caucasica“
ხვიარა მცენარეები
145.
აქტინიდია
„Actinidia“
146.
ბუგენვილია
„Bougainvillea“
147.
ვაზი
„Vitis“
148.
კამპსისი
„Campsis“
149.
სურო
„Hedera“
150.
გლიცინია
„Wisteria“
151.
ვარდები
„Rosa“
152.
პართენოცისუსი
„Parthenocissus“
153.
პასიფლორა
„Passiflora“
154.
ჟასმინი
„Jasminum“
155.
ცხრატყავა
„Lonicera“
ხეხილოვანი მცენარეები
156.
ფორთოხალი
„Citrus Sinensis“
157.
კინკანი
„Fortunella“
158.
ლიმონი
„Citrus Limon“
159.
ფეიჰოა
„Feijoa Sellowiana“
160.
ვაშლი
„Malus“
161.
მსხალი
„Pyrus“
162.
ალუბალი
„Prunus Cerasus“
163.
ბალი
„Prunus Avium“
164.
ატამი
„Prunus Persica“
165.
კომში
„Cydonia“
დანართი №2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანების პროექტის შეთანხმების წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი, გამწვანების პროექტთან (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;
ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები;
გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისათვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;
დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;
ე) პროექტის განხორციელებისათვის ხელისშემშლელი, მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;
ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.
მუხლი 3🔗.
განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის: ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს წინამდებარე დადგენილების №1 დანართის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.
4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ (ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს);
ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;
6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;
ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ. სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;
ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;
ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;
თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;
ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა–ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.
მუხლი 4🔗.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისათვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში, ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის: ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობისათვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულებას;
გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით, გაცემიდან 10 დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის: ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.
მუხლი 5🔗.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.