“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
- ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 15.08.2003
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.007.343
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №8
2005 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს№14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
სს „თელასის” 05.04.05 №1-04/173, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” 05.04.05 №9/70-5 და სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” 05.04.05 №1-3 წერილებიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე, 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1.
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 15.08.2003წ., №88, მუხლი 759) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 14I მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდე ს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში, სს „თელასის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით;”;
ბ) 14III მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;
2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 30 ოქტომბრამდე და 2004 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტებისთვის განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;”.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. თავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.04.2005.
- როდის იქნა მიღებული “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 28.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 300.280.000.16.009.007.343.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", №8, 28.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.007.343 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60250/