დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17233566
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2023
matsne.gov.ge 342 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-17.17233566 2023 წლის 22 დეკემბერი ქ. ბორჯომი „დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების  და არსებული სახელწოდების ცვლილების   შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა  სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმის საფუძველზე: 1. ქ. ბორჯომი,  დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს და თრიალეთის ქუჩის ნაწილს შეეცვალოს სახელწოდება და წარმოდგენილი დანართების შესაბამისად ეწოდოს: ა) დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს ეწოდოს – დიდველის სახელობის ქუჩა (დანართი №1); ბ) თრიალეთის ქუჩის ნაწილს ეწოდოს დიდველის ქუჩის I შესახვევი (დანართი №2); გ) დიდველის ქუჩის II შესახვევი (დანართი №3); დ) დიდველის ქუჩის I ჩიხი (დანართი №4); ე) დიდველის ქუჩის II ჩიხი (დანართი №4); ვ) დიდველის ქუჩის III ჩიხი (დანართი №5); ზ) დიდველის ქუჩის IV ჩიხი (დანართი №5); თ) დიდველის ქუჩის V ჩიხი (დანართი №5); ი) დიდველის ქუჩის VI ჩიხი (დანართი №6); კ) დიდველის ქუჩის VII ჩიხი (დანართი №6) ლ) თრიალეთის სახელობის ქუჩა (დანართი №7); მ) თრიალეთის ქუჩის I ჩიხი (დანართი №8); ნ) თრიალეთის ქუჩის II ჩიხი (დანართი №8); ო) თრიალეთის ქუჩის I შესახვევი (დანართი №9); 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა). ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                      დავით ზაალიშვილი