მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2023
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016695
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,010 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.05.2024 ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.06.2024 ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.05.2024 მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.10.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 2023 წლის 26 დეკემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს  შემდეგნაირად: ა) „ნარეკვავის“ დასახლება - ფარნავაზის მოედანი - სოფ.მუხათგვერდი - „ზაჰესის“ დასახლება (ქ. მცხეთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში შემავალი ტერიტორია) – 1.70 ლარით; ბ)  „ნარეკვავის“  დასახლება - ფარნავაზის მოედანი - არმაზი - 0.50 ლარით. მუხლი 2🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე, კერძოდ, „ნარეკვავის“ დასახლება - ფარნავაზის მოედანი - სოფ. მუხათგვერდი-„ზაჰესის“ დასახლების (ქ. მცხეთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში შემავალი ტერიტორია) მარშრუტზე 50%-იანი შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიას: 1. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ   პენსიონერებს; 2. მცხეთის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; 3. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სოციალურად დაუცველ ოჯახებს; 4. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს; 5. მცხეთის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება ასევე 5მიეცეთ პირებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი,  თუმცა მუდმივად ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტში, რაც დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 8. ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ  უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე.  9. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 10. სტუდენტების შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ყოველწლიურად. მუხლი 3🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ: ა) მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს; ბ) ა(ა)იპ  „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს. მუხლი 4🔗 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც  გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი,  მე-2  და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული  მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერს მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. მუხლი 5🔗 1. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირების მგზავრობა ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული ამ დადგენილების  მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 2. ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა. 3.  ამ დადგენილების  მე-2 და მე-3  მუხლებით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით. 4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 10 (ათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას. 5. ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის  მოთხოვნის საფუძველზე,  მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ამ დადგენილების მე-4 მუხლის  პირველი პუნქტით  განსაზღვრულ  უფლებამოსილ  სუბიექტს. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების  მე-2 და მე-3  მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე   პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით,  ამ დადგენილების     მე-4  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის  შესაბამისი ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ  შემდეგ  დაწესებულებებს: ა) ამ დადგენილების მეორე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“; ბ) ამ დადგენილების მეორე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს; გ) ამ დადგენილების  მეორე მუხლის  მე-5 პუნქტისა და მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ  „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“-ს; დ) ამ დადგენილების მესამე მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილ კატეგორიებთან დაკავშირებით - ა(ა)იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ დირექტორს; ე) ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით  განსაზღვრული პირების მცხეთის  მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით - სსიპ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით. მუხლი 9🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს  მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას. მუხლი 10🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეულმა სუბიექტმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  მგზავრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.  მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 01 თებერვლიდან. 2. ამ დადგენილების მე-4 - მე-10  მუხლები ამოქმედდეს  2024 წლის  01 იანვრიდან. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი