საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.007.367
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №316
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში (სსმ III, 19.03.2004, №31, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.”.
2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.”.
3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს წინასწარი გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით;”.
4. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყოს გამოძიება;”.
5. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყოს გამოძიება;”.
6. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პოლიციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება პოლიციის უფროსის ბრძანებით;”.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. პოლიციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე პოლიციის უფროსის ბრძანებით;”.
8. დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პოლიციის უფროსის მოადგილეებს, პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანადებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ფინანსური პოლიციის უფროსის წარდგინებით.”
9. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პოლიცია დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზირებული წესით.
2. პოლიციის სტრუქტურა შედგება:
ა) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;
ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ) სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო;
დ) კანცელარია;
ე) კადრების სამსახური;
ვ) სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველო;
ზ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
თ) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
ი) ბუღალტერია;
კ) სამართლებრივ საკითხთა და საერთთაშორისო ურთიერთობათა სამსახური;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
მ) სამორიგეო განყოფილება;
ნ) პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი;
ო) პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი.
10. ამოღებულ იქნეს დებულების მე-7 მუხლი.
11. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. სპეციალურ დავალებათა სამმართველო
სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის (მათ შორის, პოლიციის პირადი შემადგენლობის მიერ ჩადენილი დანაშაულის) და კორუფციულ გარიგებათა გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში პოლიციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.”.
12. დებულების 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 91. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა: პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების და სპეციალიზირებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.”.
13. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო
პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: პოლიციის სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საბაჟო და საგადასხადო სამსახურებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან პოლიციის ფუნქციონი-რებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; პოლიციის დანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; პოლიციის ორგანოების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.”.
14. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველო
სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საჭიროების შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით სპეციალური და საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება.”.
15. ამოღებულ იქნეს დებულების მე-19 მუხლი.
16. დებულების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 20. პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები
1. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერა-ტიულ-საგამოძიებო დანაყოფების (მთავარი სამმართველო, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ პოლიციის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულ-ყოფის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და პოლიციის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
ე) პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ვ) ორგანიზაციას უწევენ მოქალაქეთა განცხადე-ბების და საჩივრების დროულ და ხარისხიან განხილვას;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს დანაყოფის პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;
თ) განიხილავენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;
ი) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ მის დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებლებს, აკონტროლებენ მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
კ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
მ) მონაწილეობენ პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობენ სხვა უფლებამოსილებებით.
2. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფებების (დეპარტამენტი, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ და აანალიზებენ დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ პოლიციის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და პოლიციის ხელმძვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
დ) პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ე) ორგანიზებას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან განხილვას;
ვ) იღებენ გადაწყვეტილებას მათ წამოებაში არსებული მასალების საგამოძიებო ორგანეობისათვის გადაცემაზე;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს დანაყოფის პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;
ი) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.
17. დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 21. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი
1. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკის სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საფინასო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
გ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარი გამოძიების წარმოება;
დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკომომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
ვ) საბაჟო და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;
ზ) საფინანსო-საბიჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
2. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) არის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსი, უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში არსებულ საგამოძიებო დანაყოფებს და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
დ) ხელმძღვანელობს ოპარატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ვ) ახორციელებს პოლიციის ოპერატიული ორგანოების თანამშრომელთა სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) მონაწილეობს პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
თ) პოლიციის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით;
3. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;
ბ) პირველი ოპერატიული სამმართველო;
გ) მეორე ოპერატიული სამმართველო;
დ) თბილისის მთავარი სამმართველო;
ე) ქვემო ქართლის სამმართველო;
ვ) კახეთის სამმართველო;
ზ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
თ) შიდა ქართლის სამმართველო;
ი) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
კ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთი-გურიის სამმართველო;
მ) აჭარის სამმართველო.
4. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო ორგანოებს პერიოდულად გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება დანაშაულის გახსნისა და გამოძიების სრულყოფის მიზნით.
5. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მაშტაბით აქციზური საქონლის უკანონო ბრუნვის სფეროში დანაშაულის გამოვლენათავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელბა. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობა და შესაბამისი რეაგირება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ამ მიმართულებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
6. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მეორე ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება; ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობა და შესაბამისი რეაგირება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
7. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. დანაშაულის გამოვლენა აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება. სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამო-ძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.
8. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებს სამოქმედო ტერიტორიებად განესაზღვროს:
ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილი-სის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ბ) ქვემო ქართლის სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
გ) კახეთის სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიო-ნების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ე) შიდა ქართლის სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო – ქ. ქუთაისი, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაუ-რის, ონის, ცაგერის და ლენტეხის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთი-გურიის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ი) აჭარის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.”.
9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე – შესაბამისად საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო.“.
18. ამოღებულ იქნეს დებულების 22-ე მუხლი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი