„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.167.016586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48  დადგენილებაში. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016339;).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულებაში“ განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის  11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილება.“.

2. დებულების მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილების ფუნქციები

ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება;

ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და  დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგი;

თ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშავება;

ი) სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) ყოველწლიურად „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ პროექტის შემუშავება და მისი აღსრულება;

ლ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;

მ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ამზადებს სამართლებრივ აქტებს.

ნ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2023.
როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2023. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.167.016586.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №31, 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016586 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6035309/