ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2017 ბოლო ცვლილება 26.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.167.016339
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია

დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება
მუხლი 1. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური მომსახურების სამსახური

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის (შემდგომში – სამსახური’) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზებას; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადებასა და მის შესრულებას;

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით..

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულების  მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-18 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის  მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების,  მათ შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური მომსახურების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება;

ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და  დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგი;

თ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშავება;

ი) სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) ყოველწლიურად „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ პროექტის შემუშავება და მისი აღსრულება.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2023.
როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.12.2017. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.167.016339.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.12.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №48, 22.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016339 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3950962/