„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2023 წლის 24 მარტი ქ. ლაგოდეხი |
1. დებულების პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზებას; სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება და მისი შესრულება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება, ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისასა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სახდელის შეფარდება.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.“.
2. დებულების მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სახდელის შეფარდება;“.
3. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“
„ი) საქართველოს კანონით „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“.
|