„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
120000000.22.026.017170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №131

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №125 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/12/2023; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. თავდაცვის მოხალისის სტრუქტურა

1. თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) მოხალისეებთან ურთიერთობების სამმართველო;

გ) ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამმართველო;

დ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო;

ე) სოციალური მედიის სამმართველო;

ვ) საფინანსო და შესყიდვების სამმართველო;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

თ) იურიდიული სამმართველო;

ი) ლოჯისტიკის სამმართველო;

2. ადმინისტრაციული სამმართველო:

ა) წარმართავს თავდაცვის მოხალისის საერთაშორისო ურთიერთობებს;

ბ) მართავს თავდაცვის მოხალისის მიერ განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებს;

გ) ახორციელებს თავდაცვის მოხალისის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას;

დ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საქმის წარმოებას და არქივის მართვას;

ე) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საიდუმლო საქმისწარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

3. მოხალისეებთან ურთიერთობების სამმართველო:

ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ მოხალისეთა ორგანიზაციებთან თავდაცვის მოხალისის ურთიერთობას;

ბ) ხელს უწყობს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას;

გ) გეგმავს ან/და ახორციელებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს მოხალისეობასთან დაკავშირებით;

დ) გეგმავს და ახორციელებს მოხალისეთათვის სამხედრო სწავლებებსა და შემეცნებით ღონისძიებებს;

ე) უზრუნველყოფს მოხალისეთა აღრიცხვას და მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხალისეთა რეესტრის წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლობას მოხალისეთა ორგანიზაციის დაფუძნებისას;

ზ) მონაწილეობს მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში ამ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

თ) მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ახორციელებს მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციას, მართვას და კონტროლს;

ი) ახორციელებს მოხალისეთა ორგანიზაციების აღრიცხვას და მონიტორინგს;

კ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებას;

ლ) ახორციელებს მოხალისეობით ხელშეკრულების გაფორმებას მოხალისესთან;

მ) მოხალისეზე გასცემს მოხალისის დამადასტურებელ მოწმობას, ადმინისტრაციულ სამმართველოსთან შეთანხმებით.

4. ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა) მოხალისეობრივ თემატიკაზე შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო და საკვალიფიკაციო კურსებს და პროგრამებს;

ბ) თავდაცვის მოხალისის პერსონალს და მოხალისეებს უზრუნველყოფს შესაბამისი განათლებით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს და ახორციელებს სამხედრო-პატრიოტულ, სალაშქრო და შემეცნებით ღონისძიებებს.

5. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

ა) მონიტორინგს უწევს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებისა და ფულადი სახსრების ხარჯვას;

ბ) თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის მოხალისის განვითარების სტრატეგიას და ახორციელებს შესაბამის სამოქმედო გეგმების და პროგრამების კოორდინაციას;

გ) მონიტორინგს უწევს და აფასებს სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამზადებს მონიტორინგის ანგარიშებს;

დ) ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას.

6. სოციალური მედიის სამმართველო:

ა) თავდაცვის მოხალისის საქმიანობის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიას;

ბ) მართავს სოციალური მედიის პლატფორმებს;

გ) შეიმუშავებს სოციალური მედიაპლატფორმებისთვის მორგებულ ტექსტებს და ვიზუალურ მასალას;

დ) უზრუნველყოფს შეთანხმებული მასალის განთავსებას შესაბამის პლატფორმებზე;

ე) მონაწილეობს სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხის დაბრუნების პროცესში.

7. საფინანსო და შესყიდვების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვას;

ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საბიუჯეტო სახსრებისა, საკუთარი შემოსავლების, გრანტების და სხვა ნებისმიერი შემოსავლების დაგეგმვას;

გ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

დ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას;

ე) ახორციელებს შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზებას, კოორდინაციას და წარმართვას, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებას.

8. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:

ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვას;

ბ) უზრუნველყოფს პერსონალის მოზიდვას, შერჩევას და შერჩევის მიზნით საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობას;

გ) ახორციელებს თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირებას;

დ) ახორციელებს სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციას, შედეგების შეჯამებას და ანგარიშგებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოებას და მართვას;

ზ) ახორციელებს სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვას (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრას, საჭიროებების გამოვლენას და შეფასების უზრუნველყოფას.

9. იურიდიული სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას;

ბ) თავდაცვის მოხალისის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს;

გ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლობას და ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე.

10. ლოჯისტიკის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვას და ინვენტარიზაციას;

ბ) ხელს უწყობს თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე