⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.06.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 25.06.2024
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016623
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 445 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
25.06.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2023 წლის 27 დეკემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები: ა) სოფელი რატევანი – სოფელი რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 0.50 ლარის ოდენობით; ბ) ქ. ბოლნისი – დაბა კაზრეთის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; გ) ქ.ბოლნისი – სოფელი დარბაზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; დ) ქ. ბოლნისი- სოფელი ფოლადაური – სოფელი ტანძიის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; ე) ქ.ბოლნისი – სოფელი მამხუტის – სოფელი ტალავერის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; ვ) სოფელი რატევანი – სოფელი ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; ზ) ქ. ბოლნისი  – სოფელი დისველი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; თ) ქ. ბოლნისი – სოფელი ხატისოფელი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; ი) ქ. ბოლნისი – სოფელი აკაურთა მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს; ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში; დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს; ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.158.016490; გამოქვეყნების თარიღი:30/12/2019წ.). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი