„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016706
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №84

2023 წლის 27 დეკემბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17/11/2022  010250050.35.137.016607) კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და  ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება

1. ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის  სამსახურის  მესამე  რანგის  პირველი  და მეორე        კატეგორიის        უფროს        სპეციალისტებს        ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში მიენიჭოს:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 , 55-ე, 964 , 150-ე მუხლებით, საქართველოს     ორგანული     კანონის      „საქართველოს     საარჩევნო კოდექსი“      მე-80     მუხლით გათვალისწინებულ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  552, 556, 1501, 1534,  159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევებზე,   ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.

2.  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა   კოდექსის:  401,  1341,  1662  და   1522 მუხლებით      გათვალისწინებულ      ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება მიენიჭოს  ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის  სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს  სპეციალისტებს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.

3. ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის  სამსახურის  მესამე  რანგის  პირველი  და მეორე  კატეგორიის  უფროს  სპეციალისტებს  გარემოს  დაცვისა  და  ბუნებრივი  რესურსების  საკითხებში მიენიჭოს:

ა) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე32-ე33-ე34-ე35-ე36-ე მუხლების პირველი   და   მე-2   ნაწილებით,   39-ე,   და   43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 771, 772, 825, 103-ე, 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით,  151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  1512, 152-ე, 1525,  1526, 1585 მუხლების პირველი    და    მე-2    ნაწილებით     გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი