„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №71

2023 წლის 3 ნოემბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17/11/2022  010250050.35.137.016607), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა     და  ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება

1.  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში მიენიჭოს:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  51, 55-ე, 964 , 150-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 1501, 1534, 159-ე ,159 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 401, 1341, 1662  1522  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.

3. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში მიენიჭოს:

ა) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 771, 772, 825, 103-ე, 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1525, 1526, 1585 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი