„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016521
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №33

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. კასპი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 23/01/2019, 190040000.35.149.016390) დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს  ახალი №1 დანართით. 
 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024  წლის 1 იანვრიდან.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი



დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობა

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარე

1

545 3

2

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

412 3

3

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

3591

4

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

292 6

5

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2

2660

6

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

6

2128

7

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

1

2261

8

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

20

1463