ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35-101 |
|
2023 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით.
3. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
2. დროებით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია (შემდეგში – კომპენსაცია) გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვის მიზნით.
3. დაუშვებელია ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით სხვა სახის ღონისძიებების დაფინანსება.
2. ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრება საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.
ა) ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს/მდებარეობდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული დანგრეული ან ამორტიზებული ფართი;
ბ) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზე არის დაინტერესებული პირი რეგისტრირებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია მისამართის გარეშე – რომლის ტერიტორიაზეც პირი იმყოფება/თავს აფარებს ფაქტობრივად.
2. განმცხადებელი განცხადებაში ადასტურებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს სხვა საცხოვრებელად ვარგისი ფართი არ გააჩნია. განმცხადებელმა ასევე უნდა დაასაბუთოს მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა.
3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი);
ბ) ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი საბინაო წიგნიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან/ბიუროს ცნობა-დახასიათება, კომუნალური გადასახადების ქვითრები, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), მესაკუთრის ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საკუთრების დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი).
გ) ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, ქირავნობის ხელშეკრულება არ უნდა იყოს გაფორმებული განმცხადებლის ოჯახის წევრთან (დედა, მამა, შვილი, და-ძმა და ა.შ.);
დ) გამქირავებლის ან/და განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
ე) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი;
ვ) შესაბამის ფართში განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადახდის ქვითრები, მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება ფართში ცხოვრების დადასტურების შესახებ;
ზ) განცხადებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები (სხვადასხვა სახის დასკვნები, ცნობები და ა.შ.).
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე და კანონიერებაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმომდგენი.
2. საბჭო ვალდებულია შეამოწმოს ამორტიზებული ფართის მდგომარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დროებითი საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა, გადაამოწმოს განცხადებაში მითითებული ოჯახის წევრების რაოდენობა, მოახდინოს დაქირავებული ფართის მდგომარეობისა და განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის აღწერა/დაფიქსირება (ფოტოგადაღება და სხვა). საბჭოს, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია სხვა ღონისძიებების განხორციელება. შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ოქმში.
3. დოკუმენტაციის განხილვის პროცესში მოწმდება განცხადებაში მითითებული გარემოებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოწმების შედეგების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან და ქვეპროგრამის მიზნებთან შესაბამისობა.
4. საკითხის შესწავლის შემდეგ საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები.
5. გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ განმცხადებლის მიერ არაზუსტი ინფორმაციის ან მონაცემების წარმოდგენის გამოვლენა წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს მის მიერ ამ გარემოებების გამოვლენამდე მიღებული კომპენსაციის ოდენობის თანხა.
2. შესაბამისი რაიონის გამგეობა წინა წლის კომპენსაციის მიმღებთა სიას ამოწმებს საბჭოს მეშვეობით დადგენილი წესით და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სიის კორექტირებას და ახალი სიის დამტკიცებას მომდევნო წლის იანვრის თვეში.
3. კომპენსაციის გაცემა ერთ განმცხადებელზე შესაძლებელია განხორციელდეს იმ პრობლემის აღმოფხვრამდე, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემას, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის საბიუჯეტო წლის ბოლომდე, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში თავად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარზე მეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით ყოველთვიურად (ყოველ დაზარალებულ ოჯახზე) გასცეს კომპენსაცია.
5. დაუშვებელია ამორტიზებულ ფართში მცხოვრები ოჯახების დაყოფა და ცალ-ცალკე ფართის დაქირავება კომპენსაციის დადგენილზე მეტი ოდენობით მიღების მიზნით.
6. დროებითი საცხოვრებელი ადგილის ან/და ქირის ოდენობის შეცვლის შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება და ახალი ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული (ან ქირის ოდენობის შეცვლის შემთხვევაში, დამოწმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დადასტურება) ქირავნობის ხელშეკრულება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი წარედგინება საბჭოს, რომელიც შემოწმების გზით ადგილზე ამოწმებს დამქირავებლის მიერ შესაბამის მისამართზე ცხოვრებისა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტს, რაზეც დგება შემოწმების ოქმი. საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს (მოხსენებით ბარათს ხელს აწერს საბჭოს ყველა წევრი), რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები, ხოლო შესაბამისი გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. კომპენსაციის გაცემა (თანხის ჩარიცხვა) ხდება გამქირავებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – განმცხადებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
3. დაუშვებელია ერთზე მეტი თვის კომპენსაციის თანხის ერთდროულად გაცემა.
4. კომპენსაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ევალება გამგეობის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია:
ა) სრული სიზუსტით აწარმოოს კომპენსაციის გაცემის აღრიცხვა;
ბ) დაიცვას კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით შედგენილი და მიღებული დოკუმენტაცია (საგადასახადო მოთხოვნები და სხვა).
2. საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს:
ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით;
ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე;
გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს სხვა გარემოებების არსებობაც.
4. თითოეული განხორციელებული შემოწმების საფუძველზე საბჭოს წევრი ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში იღებს გამგებელი, ხოლო 500 (ხუთასი) ლარზე მეტის შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
ა) კომპენსაციის მიმღები პირის განცხადების წარდგენა, რომლითაც იგი უარს აცხადებს კომპენსაციის მიღებაზე;
ბ) თუ გამოვლინდა, რომ განმცხადებლის მიერ კომპენსაციის მისაღებად წარმოდგენილი იყო არაზუსტი ინფორმაცია ან მონაცემი;
გ) შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია;
დ) გამოვლინდა, რომ კომპენსაციის მიმღები პირი აღარ ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში;
ე) განმცხადებლის გარდაცვალება;
ვ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ქვეპროგრამის და ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე ამართლებს კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარმოადგენს ახალ საცხოვრებელ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულებას და შესაბამის დოკუმენტაციას, შესაბამისი გარემოებების გადამოწმების შედეგად გამგებელი ამ წესის შესაბამისად იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უწყდებათ კომპენსაცია ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში.