“განათლებისა და მეცნიერების მინისტროს 2004 წლის 14 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№235
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.007.419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 20/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.419

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №235

2005 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დე­ბულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „მ” ქვე­­პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლე­ჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნე­ბის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებიდან (სსმ III, 2004 წელი №42, მუხ. 355) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბი­­­ლისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წეს­დე­ბის პირველი მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უმაღლესი” და „განსაკუთ­რებული სტატუსის მქონე” და წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯი არის „განათლების შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება, რომელიც ახორციელებს საშუალო ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს.”.

3. წესდების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვე­ბის „განათლების მინისტრის” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „განათლებისა და მეცნიერების მინისტრის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის, გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებისა და ამ წესდების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმარ­თავს საგანმანათლებლო და სამეურნეო საქმია­ნობას.”.

4. წესდების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს, უფლებამოსილია იტვირთოს ვალ­დებუ­ლებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.”.

5. წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „განათლების მინისტრის” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „განათლებისა და მეცნიერების მინისტრის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოლეჯის საქმიანობას ახორციელებს დირექტო­რი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფ­ლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.”.

6. წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნისტროსთან შეთანხმებით, ქმნის კოლეჯის ფილია­ლებს.”

7. წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს თანხმობით განსაზ­ღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო გან­რიგს.”.

8. ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი.

9. წესდების მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვე­ბის „მზრუნველთა საბჭო” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვე­ბი „სამეურვეო საბჭო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრე­ბის რაციონალურად განკარგვის მიზნით, მოქმედებს სამეურვეო საბჭო.”.

10. წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „მზრუნველთა საბჭო” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „სა­მეურვეო საბჭო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­­ციით:

„2. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება.”.

11. ამოღებულ იქნეს წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.

12. წესდების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „განათლების სამინისტრო” ნაცვლად ჩაი­წეროს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეად­გინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.”

13. წესდების მე-8 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვე­ბის „განათლების სამინისტრო” ნაცვლად ჩაიწეროს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” და ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშ­ნული აუდიტორი.”.

14. წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში სიტ­ყვების „განათლების სამინისტრო” ნაცვლად ჩაიწეროს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” და ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშ­ნული ლიკვიდატორები. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი.”.

15. წესდების VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით: „კოლეჯის სახელმწიფო კონტრო­ლი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანა.”.

16. წესდების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი

1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი აქტი.“.

17. წესდების მე-11 მუხლში სიტყვა „დებულების” ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვა „წესდება” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.

18. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია