ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 28.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016684
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №81
2023 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 149-ე მუხლის და 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
1. ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:
ა) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები – დანართი №1;
ბ) ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;
გ) ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №2;
დ) ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.1;
ე) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.2;
ვ) ორი ან ორზე მეტი რეგულირებული საქმიანობის განმახორციელებელი ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.3.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა სავალდებულოა გადაცემის ლიცენზიატისა და იმ განაწილების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს.
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა.
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციების შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიატსა და განაწილების ლიცენზიატს განესაზღვროთ 2027 წლის ანგარიშგების პერიოდზე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილიკომისიის წევრიგივი სანიკიძე