წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №43

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 149-ე მუხლის და 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:

ა) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები – დანართი №1;

ბ) ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;

გ) ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №2;

დ) წყალმომარაგების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.1;

ე) ორი ან ორზე მეტი რეგულირებული საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.2.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა სავალდებულოა წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის წყალმომარაგების ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2030 წლის 31 დეკემბრისა.

4.   ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციების შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება წყალმომარაგების ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2030 წლის ანგარიშგების პერიოდზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი