ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №43 |
|
2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე და 499 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:
1.1 ანგარიშთა გეგმის ინსტრუქციები – დანართი №1; 1.2 ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1; 1.3 შემოსავლების, საბუღალტრო კომპონენტების და ხარჯების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №2; 1.4 შენატანების და გრანტების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №3; 1.5 ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №4; 1.6 ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №5; 1.7 ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.1; 1.8 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.2; 1.9 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.3; 1.10 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, ქსელი) – დანართი №5.4; 1.11 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, მიწოდება) – დანართი №5.5; 1.12 ორი ან ორზე მეტი რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.6. 2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა. 3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2019 წლის ანგარიშგების პერიოდზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
№43
2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე და 499 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:
1.1 ანგარიშთა გეგმის ინსტრუქციები – დანართი №1;
1.2 ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;
1.3 შემოსავლების, საბუღალტრო კომპონენტების და ხარჯების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №2;
1.4 შენატანების და გრანტების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №3;
1.5 ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №4;
1.6 ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №5;
1.7 ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.1;
1.8 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.2;
1.9 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.3;
1.10 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, ქსელი) – დანართი №5.4;
1.11 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, მიწოდება) – დანართი №5.5;
1.12 ორი ან ორზე მეტი რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.6.
2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.
3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2019 წლის ანგარიშგების პერიოდზე.
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანი ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავიმოწმოთსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“, №43, 27.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3510085/ |