პროგრამის მონიტორინგი ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ დანართი N2-ის შესაბამისად. მონიტორინგი მოიცავს სამ დონეს:

პროგრამის მიმდინარეობის/პროცესის შეფასება - გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მონიტორინგი;

პროგრამის შედეგების შეფასება - გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების მიღწეული შედეგების (შუალედური, საბოლოო) მონიტორინგი.

მოსარგებლეთა კმაყოფილების შეფასება - მონაწილეთა კმაყოფილების მონიტორინგი (გამოკითხვა).

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ სამივე დონის მონიტორინგის ანალიზის (ინდიკატორებზე დაყრდნობით) საფუძველზე წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება პროგრამის ანგარიშ