1. პროგრამის დაფინანსების წყაროა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 19);
2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და მომსახურების მომწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
დანართი N24.1
მომსახურების მომწოდებლის სავალდებულო კრიტერიუმები:
კრიტერიუმი 1. მსგავსი სოციალური მომსახურების გაწევის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
კრიტერიუმი 2. შესაბამისი ფართი (სულ მცირე 50კვ.მ) საკუთრებაში ან იჯარით აღებული (იჯარის ვადა არ უნდა წყდებოდეს პროგრამის დასრულებამდე); გამართული ინფრასტრუქტურა - ერთი ოთახი ჯგუფებთან და ერთი ოთახი ინდივიდუალური მუშაობისათვის, სველი წერტილები (სასადილო კუთხე, საპირფარეშო);
კრიტერიუმი 3. ჰყავს გამოცდილი კვალიფიციური სპეციალისტები:
პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს მსგავს სოციალურ მომსახურებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
შემთხვევის მართვის სპეციალისტი (შემთხვევის მართვის სატრენინგო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის მქონე).
ჯგუფის მმართველი, რომელსაც აქვს მსგავს ჯგუფურ მუშაობაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
დამლაგებელი.
კრიტერიუმი 4. უნდა ახორციელებდეს საქმის წარმოებისთვის მინიმალური პროცედურებს/ინსტრუმენტებს, როგორიცაა:
ძლიერი მხარეების, საჭიროებების და ინტერესების პირველადი შეფასების ფორმა;
საჭიროებისა და ინტერესების სრული შეფასების ფორმა;
ინდივიდუალური მომსახურების გეგმის ფორმა;
შემთხვევის მართვის სპეციალისტის მომსახურების ფორმა;
ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურებების გეგმა-გრაფიკისა და აღწერის ფორმა;
შედეგისა და კმაყოფილების შეფასების ფორმა (ქულებით 1 დან 5 ჩათვლით);
დასწრების ფორმა;
მოსარგებლესთან ხელშეკრულების შაბლონი.
კრიტერიუმი 5. უზრუნველყოს სამაგიდო თამაშების, აქტივობებში გამოსაყენებელი მასალისა და საშუალებების შეძენა.
დანართი 24.2
მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის განსახორციელებელი აქტივობები:
1. დოკუმენტების გამოთხოვა და ანალიზი: მომსახურების ამსახველი დოკუმენტების მიღება მომსახურების მიმწოდებლისგან უნდა მოხდეს სულ მცირე თვეში ერთხელ. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
თვის განმავლობაში განხორციელებული ჯგუფური აქტივობების და მათში ჩართული მოსარგებლეთა რაოდენობას;
თვის განმავლობაში განხორციელებული ინდივიდუალური აქტივობების და ინდივიდუალური მომსახურების მიმღებ მოსარგებლეთა რაოდენობას;
სხვა პროგრამებში გადამისამართებულ მოსარგებლეთა რაოდენობას;
მომდევნო თვის აქტივობების გეგმას;
ფინანსური ვალდებულების ამსახველ დოკუმენტს.
ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობებით მიღწეული შედეგების ამსახველი დოკუმენტის მიღება მომსახურების მიმწოდებლისგან უნდა მოხდეს სულ მცირე წელიწადში ორჯერ. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს „შედეგისა და კმაყოფილების შეფასების ფორმებზე“ დაყრდნობით:
1. ინდივიდუალურ მომსახურებების შედეგების მაჩვენებელს;
2. ჯგუფური აქტივობების შედეგების მაჩვენებელს.
მონიტორინგზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს მოითხოვოს დაზუსტებისთვის ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია მომსახურების მიმწოდებლისგან.
2. ადგილზე ვიზიტები და დაკვირვება: მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი აღწერს მომსახურებაში არსებულ მდგომარეობას, ადგილზე მყოფ მოსარგებლეთა რაოდენობას და აქტივობას, რომელიც ხორციელდება მომსახურებაში მონიტორინგის დროს. ყურადღება ექცევა პროცესის დინამიკას და მოსარგებლეთა ჩართულობას პროცესში. დაკვირვება ხორციელდება მოსარგებლეთა უფლებების დაცვით. ვიზიტის დროს მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი მოითხოვს და ეცნობა შემთხვევითი შერჩევით არჩეული მოსარგებლეების სულ მცირე 10%-ის დოკუმენტაციას და ყურადღებას აქცევს დოკუმენტების სისრულეს:
1. პირველადი შეფასების შედეგები;
2. სრული შეფასების შედეგები და ინდივიდუალური გეგმა(მოსარგებლის ხელმოწერით);
3. ჯგუფური აქტივობების ჩამონათვალი სადაც ერთვება მოსარგებლე;
4. ხელშეკრულება მოსარგებლესა და მიმწოდებელს შორის;
5. მოსარგებლის გეგმის განხორციელების შეფასება, სადაც ასახულია გეგმით გათვალისწინებული მიღწევის შედეგები (სულ მცირე წელიწადში ორჯერ).
მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი თითოეული ვიზიტისას ესაუბრება ყველა სპეციალისტს ინდივიდუალურად და აგროვებს ინფორმაციას სპეციალისტების მუშაობის მიღწევების და გამოწვევების შესახებ. ასევე, ხვდება მოსარგებლეთა ჯგუფს, აცნობს მონიტორინგის მიზნებს და აფასებს მათ ზოგად კმაყოფილებას.
3. ინდივიდუალური გამოკითხვა: წლის განმავლობაში უნდა მოხდეს მოსარგებლის თანხმობით მისი გამოკითხვა „შედეგისა და კმაყოფილების შეფასების ფორმის“ გამოყენებით. გამოკითხვისას ხდება შედეგების და კმაყოფილების შეფასებ