1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.

2. პროგრამა ითვალისწინებს:

ა) მე-4 მუხლის „ა“  პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტების სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში;

ბ) მე-4 მუხლის „ბ“  პუნქტით გათვალისწინებულ  წინა სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების  სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის  შემთხვევაში 700 (შვიდასი) ლარის ფარგლებში;

გ) შესაძლებელია ერთი სტუდენტი დაფინანსდეს წელიწადში ორჯერ. პროგრამა ითვალისწინებს წლის მანძილზე პირველი 60  (სამოცი) განცხადების თანხის დაფარვას. განცხადება საჭიროა წარმოდგენილ იქნას პირველი სემესტრის შემთხევაში 15 სექტემბრამდე,  ხოლო მეორე სემესტრის -  15 მარტამდე,  გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადის მითითებით;

დ) სწავლის საფასურის თანადაფინანსების მიღება არ გამორიცხავს ყოველთვიური სტუდენტის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა