დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა. წარჩინებული სტუდენტების მოტივაცია.
დანართი №13
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 16)
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პირობებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებ