წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ზ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ (მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებასთან დავალიანების არსებობის შემთხვევაში);

ი) აქტი (განმეორებით მომართვის შემთხვევაში), სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);

კ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;

მ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში);

ნ) დავალიანების არსებობის შემთხვევაში, თუ შეთანხმება ან/და ხელშეკრულება ფორმდება ოჯახის წევრზე, წარმოდგენილ იქნას ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), ან/და დაბადების მოწმობა (მშობლის, შვილის, და-ძმის შემთხვევაში