1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ):
ა) ონკოლოგიური დიაგნოსტიკის დაფინანსებას არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
ბ.ბ. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დახმარება გაიცემა სამედიცინო კლასიფიკატორის დაავადების კოდის (C, D00-დან D09-ის ჩათვლით) გათვალისწინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.
4. არ ფინანსდება არჩეული ექიმის ჰონორარი (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევა.
5. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
6. სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს გადმოგზავნის ვადაა პაციენტის გაწერიდან/კვლევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების გადმოგზავნის ვადაა მედიკამენტების გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ