წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ (მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებასთან დავალიანების არსებობის შემთხვევაში);
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
კ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში);
ლ) დავალიანების არსებობის შემთხვევაში, თუ შეთანხმება ან/და ხელშეკრულება ფორმდება ოჯახის წევრზე, წარმოდგენილ იქნას ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), ან/და დაბადების მოწმობა (მშობლის, შვილის, და-ძმის შემთხვევაში