მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
დანართი №14
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 17)
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირთა სამედიცინო, სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებ